• Ƀ/$

სავაჭრო ომი არასოდეს დასრულდება?

4 დეკემბერი 10:28, 2019 წელი | ეკონომიკა

აშშ–ჩინეთის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები ქვეყნებს შორის შეთანხმების „პირველი ფაზის“ გაფორმების შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ ბრიტანული მმართველი კომპანიის Plurimi IT-დირექტორმა მატრიკ არსმსტრონგმა განაცხადა.

„ვფიქრობ, აშშ–ჩინეთის უთანხმოება გადაუჭრელია“, – აღნიშნა არმსტრონგმა. მისი თქმით, ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადება, ფოლადსა და ალუმინზე შემზღუდავი გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით ბრაზილიისა და არგენტინისთვის, ცხადჰყოფს, რომ არ აპირებს გლობალური სავაჭრო ომის დასრულებას და ამის მაგივრად ახალ ოპონენტებზე გადაერთვება.


„არ ვფიქრობ, რომ ახალ გარიგებას ვიხილავთ, რომელიც მსოფლიო ვაჭრობის განახლებამდე მიგვიყვანს“, – თქვა არმსტრონგმა და ინვესტორებს ურჩია, ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო შეთანხმების „პირველი ფაზის“ გაფორმების მოახლოების პერიოდში აქტივები სხვადასხვა ბაზრებზე შეიძინონ: „ახლა რაც თქვენ გჭირდებათ, ესაა შემოსავლის მიღება, იქონიოთ გარკვეული აქტივი და დაელოდოთ, როდის გაძვირდება ის. უახლოეს პერიოდში არავინ ითამაშებს დაწევაზე, ვინაიდან არავის უნდა გარიგებას მოკლე პოზიციით შეხვდეს“.


მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ გარიგების „პირველი ფაზის“ გაფორმება შესაძლოა გადაიდოს აშშ–ის პრეზიდენტის 2020 არჩევნებამდე, რომელიც ნოემბერში გაიმართება.


მსგავს თემაზე:

აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის გამწვავებამ ნავთობიც დასცა


სავაჭრო ჭიდილის გამო რამდენს დაკარგავს გლობალური მშპ 2020–ში?



სხვა სიახლეები