• Ƀ/$

წუწუნი საზიანოა - როგრ უნდა დაამარცხოთ ეს ჩვევა?

16 აგვისტო 12:02 | INTERNET დაიჯესტი

ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევა - წუწუნი შესაძლოა ტოქსიკურ მოვლენად გადაიქცეს და მთქმელსაც და მსმენელსაც საკმაოდ დიდი უსიამოვნებები შეუქმნას. მან შესაძლოა დეპრესიაც კი გამოიწვიოს.

თუკი ქრონიკულად მომჩივანი ადამიანები გყავთ გარშემ, ეცადეთ მათგან თავი შორს დაიჭიროთ:


1 - შეცვალეთ ხედვა: მეგობრებთან ისაუბრეთ სურვილების ასრულების კონკრეტულ გზებზე, და არა იმაზე, თუ რა გსურთ რომ იყოს.


2 -  გარდაქმენით პრობლემები მოქმედებად: სასურველი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ალბათ უამრავ პრობლემას შეეჯახებით. მათზე დაუსრულებლად საუბრის ნაცვლად, გირჩევთ გარშემომყოფებს პრობლემების გადალახვის კონკრეტულ ქმედებებზე ესაუბროთ, ამგვარად შესაძლოა მეტი მხარდაჭერა და სასარგებლო რჩევაც მიიღოთ.


3 - წუწუნი ყოველთვის პოზიტიური განწყობით დაასრულეთ: ზოგჯერ, გვინდა უბრალოდ დავსხდეთ და ჩვენთვის ძვირფას და სანდო ადამიანებთან დაუსრულებლად ვიწუწუნოთ. შეეცადეთ თქვენს ცხოვრებაში არსებული პრობლემების მიუხედავად, დაინახოთ, დააფასოთ და აღნიშნოთ დადებითი მოვლენები.


4 - შეეცადეთ ნაკლებად გაკიცხოთ სხვები: ხშირ შემთხვევაში ჩვენი წუწუნის წყარო სხვა ადამიანები ხდებიან. ისინი, ვინც იმედები გაგვიცრუეს. რა თქმა უნდა მნიშნელოვანია გარშემომყოფებისთვის თქვენი ცხოვრების ნეგატიური გამოცდილებების გაზიარება, მაგრამ ამავდროულად გირჩევთ ყოველთვის დააყენოთ საკუთარი თავი სხვის ადგილზე. 


სხვა სიახლეები