• Ƀ/$

Nokia-მ თავისი პირველი smart–ტელევიზორი წარმოადგინა

5 დეკემბერი 14:30, 2019 წელი | ტექნოლოგიები

Nokia-მ დღეს, 5 დეკემბერს, თავისი პირველი 55 დიუმიანი დიაგონალის smart–ტელევიზორი ოფიციალურად წარმოადგინა.

ახალი ტელევიზორის გარჩევადობა 3840/2160 პიქსელია და მას განსაკუთრებულობას სძენს JBL-ის მიერ წარმოებული, Dolby Audion და DTS Trusurround ტექნოლოგიებით აღჭურვილი 24–ვატიანი აუდიოსისტემა.


ეკრანის კონტრასტულობაა 1200:1. ჰორიზონტალის ხედვის კუთხეა 178 გრადუსი. გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებაზე კი Intelligent Dimming ტექნოლოგია ზრუნავს.


smart–ტელევიზორი 4–ბირთვიან პროცესორზე მუშაობს. ოპერატიული მეხსიერება 2,25 GB-ს შეადგენს, მეხსიერება – 16GB-ს. ოპერატიული სისტემა – Android TV 9.0.


Nokia Smart TV მსოფლიოს სავაჭრო დახლებზე 10 დეკემბრიდან გამოჩნდება და მისი საორიენტაციო ფასი $590–ს შეადგენს. თავდაპირველად ტელევიზორი ინდოეთის ბაზარზე გავა, რის შემდეგაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება.


სხვა სიახლეები