• Ƀ/$

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათები ფართოვდება

5 დეკემბერი 17:57, 2019 წელი | ეკონომიკა

"ფართოვდება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს წარმოებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას".

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის #633 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა .


მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და წაახალისებს ქართული პროდუქციის გატანას ექსპორტზე.


„აღნიშნული სტატუსის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალმთიან დასახლებაში წარმოებული პროდუქცია გაიტანონ როგორც ექსპორტზე, ასევე მათი რეალიზაცია მოახდინონ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ეს ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებებში წარმოების, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და დადებითად აისახება რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“,-აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.


სხვა სიახლეები