• Ƀ/$

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 13.7%-ით გაიზარდა, წლიურად კი 17%-ით შემცირდა

9 დეკემბერი 11:49, 2019 წელი | ეკონომიკა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III კვარტალში $417 მლნ შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7%-ით მეტია. 

3 კვარტალში განხორციელებულმა ჯამურმა ინვესტიციამ $909 მლნ შეადგინა, რაც თავის მხრივ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $185 მლნ-ით - 17%-ით ნაკლებია.


$417 მლნ-დან 60%-ზე მეტი $259 მლნ რეინვესტიციაა, $119 მლნ სააქციო კაპიტალი, $39 მლნ კი სავალო ვალდებულება.


ინვესტორი ქვეყნებიდან $78 მლნ-ით პირველ ადგილს ბრიტანეთი იკავებს, $68 მლნ-ით მეორე ადგილზე ნიდერლანდებია, სამეულს $43 მლნ-ით თურქეთი ასრულებს. ათეულში ასევე შედის:ჩინეთი, აშშ, იაპონია, პანამა, რუსეთი, დანია და ჩეხეთი.


ეკონომიკის სექტორების მიხედვით $96 მლნ-ით საფინანსო სფერო ლიდერობს, $49 მლნ-ით მეორე ადგილზე დამუშავებული მრეწველობაა, ხოლო მესამეზე სასტუმროები და რესტორნები - $46 მლნ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე დიდი 470%-ინი ზრდა საფინანსო სფეროში დაფიქსირდა, ყველაზე დიდი 82%-იანი ვარდნა კი ტრანსპორტის სფეროში. ენერგეტიკაში ინვესტიციების მოცულობა უცვლელ $40 მლნ-იან მოცულობის ფარგლებში შენარჩუნდა.


მსგავს თემაზე:

ელექტროენერგიის იმპორტი 14.5%-ით გაიზარდა, ექსპორტი 59%-ით შემცირდა


ხაჭაპურის ინდექსის ინფლაციამ 12.6%-ს მიაღწია



სხვა სიახლეები