• Ƀ/$

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

9 დეკემბერი 12:13, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

შეზღუდვების შემდეგ კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ავტობუსები - N37, N43 და N71 და მიკროავტობუსები, რომლებიც ლეხ კაჩინსკისა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დროებითი მარშრუტებით სარგებლობდნენ, დადგენილ სქემას დაუბრუნდნენ და ისევ ჩვეული სქემით მოძრაობენ.


საბოლოო ჯამში 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა 43 მლნ-ს შეადგენს.


გარდა ამისა კახეთის გზატკეცილზე 62 000 კვ. მ ფართობზე (მე-4 თარგი) დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება 997 ხე, 321 ბუჩქი და 34 500 ბუჩქი ცოცხალი ღობისთვის.


სულ სამივე თარგში, 72 000 კვ.მ ფართობზე დაითესება ბალახი, დაირგვება 1012 ხე, 34 882 ბუჩქი და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე.


მსგავს თემაზე:

მერიამ კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოების დასრულების თარიღი დაასახელა



სხვა სიახლეები