• Ƀ/$

Saudi Aramco ეფლის $500 მლრდ-ით უკან ჩამოტოვებას გეგმავს

9 დეკემბერი 13:05, 2019 წელი | კომპანიები

საუდის არაბეთის უდიდესი სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco 11 დეკემბერს ბირჟაზე გასვლას გეგმავს, რის შემდეგაც ის დღეს არსებულ უძვირეს კომპანია Apple-ის უკან სავარაუდოდ $500 მლრდ-ით ჩამოიტოვებს. 

სამეფო ოჯახი წლების განმავლობაში Saudi Aramco-ს $2 ტრლნ-დ აფასებდა, თუმცა საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ ღირებულების $300 მლრდ-ით შემცირება მოუწია. გარდა ამისა პირველ ეტაპზე დაგეგმილი 5%-ის მაგივრად ბირჟაზე მხოლოდ 1.5% გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ $100 მლრდ-ის ნაცვლად ელ-რაიდი მხოლოდ $25.6 მლრდ-ს მიიღებს.


IPO შეთავაზებისას მიმოქცევაში სულ 3 მლრდ აქცია გავა საწყისი ღირებულებით 32 რიალი ანუ $8.53. ვაჭრობის დაწყების შემდეგ რა მიმართულებით დაიწყებს ფასის დინამიკა ცვლას ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.


Saudi Aramco 1933 წელს დაარსდა, კომპანია 270 მლრდ ბარელის ნავთობის რეზერვს ფლობს, რაც ამჟამინდელი მსოფლიო მოხმარების 7 წლის მაჩვენებელს აღემატება.


Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ 2018 წელს $111 მლრდ-ს მიაღწია, რაც ეფლის, გუგლისა ჯამურ მოგებას აღემატება.


ღია სააქციო საზოგადოებებიდან ამ დროისთვის პირველ ადგილს $1.2 ტრლნ-ით Apple იკავებს, რომლის წინააღმდეგაც ყირიმის რუსეთის ტერიტორიად მონიშვნის მიუხედავად სანქციები არ ამოქმედებულა. მეორე ტრილიონერი კომპანია კი Microsoft-ა, მისი კაპიტალიზაცია $1.16 ტრლნ-ს შეადგენს.  


მსგავს თემაზე:

Saudi Aramco-ს მოგებამ Apple-ის მოგებას თითქმის 2-ჯერ გადააჭარბა


Apple მომავალ წელს Iphone-ის ოთხ მოდელს გამოუშვებს



სხვა სიახლეები