• Ƀ/$

რუსეთი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს

9 დეკემბერი 14:56, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს. მას ასევე 4 წლით ყველა სახის სპორტულ საერთაშორისო ტურნირსი ასპარეზობა და მასპინძლობა აეკრძალა. საბოლოო გადაწყვეტილება 9 დეკემბერს ლოზანაში მიიღეს. 

ანტიდოპინგური სააგენტოს რადიკალური ნაბიჯის მიზეზი დოპინგსკანდალი გახდა, რომელშიც არმხოლოდ ცალკეული სპორტსმენები, არამედ მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული.


რუსეთს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან ერთად 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების, 2022 წლის ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატების გამოტოვებაც მოუწევს.


ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც დოპინგ-ტესტს წარმატებით გაივლიან ასპარეზობებზე მონაწილეობის უფლებას მიიღებენ, ოღონდ ინდივიდუალურად და არა რუსეთის სახელით. შესაბამისად მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთ საერთაშორისო სპორტულ ტურნირზე რუსეთის დროშა არ აიწევა და რუსეთის ჰიმნი არ დაიკვრება.


ჯერ კიდევ 2016 წელს იმავე დოპინგსკანდალის გამო რიოს ოლიმპიადიდან რუსი ძალოსნები მოხსნეს, 2018 წელს კი ფიონ-ჩანგის ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა ჩაიარა რუსეთის გარეშე, თუმცა რუსეთმა პრობლემების მოგვარებას გაღრმავება ამჯობინა.


მსგავს თემაზე:

ოლიმპიური თამაშები 5G ინტერნეტით, 8K ტელევიზიითა და სმარტფონებისგან დამზადებული მედლებით



სხვა სიახლეები