• Ƀ/$

რუსეთი მსხვილ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს 4 წლით ჩამოაცილეს

9 დეკემბერი 15:06, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთი საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებს 4 წლით ჩამოაცილეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დღეს მსოფლიო ანტი-დოპინგურმა სააგენტომ (World Anti-Doping Agency) აღმასრულებელი კომიტეტის სხდომზე მიიღო.

მანამდე შესაბამისმა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ მხოლოდ „სუფთა“ წარსულის მქონე რუსი სპორტსმენები შეჯიბრებებში მონაწილეობას ნეიტრალური დროშის ქვეშ შეძლებდნენ.


ორგანიზაციის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით:


 - WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს 4 წლით საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის ოლიმპიადისა და მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით, მონაწილეობის უფლება ჩამოართვა;


 - WADA-მ რუსული სპორტის საჯარო მოხელეებს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტს და რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტს საერთაშორისო ღონისზიებებზე დაწრება აუკრძალა;


 - „რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტო“ ანტი-დოპინგურ კოდექსთან შეუსაბამოდ გამოცხადდა;


 - WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს აგრეთვე აუკრძალა 4 წლის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება და ამ ტიპის ღონისძიების მასპინძლობაზე განაცხადის შეტანის უფლება;


 - WADA-ში მიიღეს გადაწყვეტილება რომ ყველა ტიპის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება არ აეკრძალათ რუსი სპორტსმენებისთვის;


„რუსეთის ანტი-დოპინგური სააგენტოს“ ხელმძღვანელმა იური განუსმა დაადასტურა, რომ WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საკითხთან დაკავშირებით. რუსეთთან დაკავშირებით WADA-ს გადაწყვეტილება ან 21 დღეში, ან მას შემდეგ შევა ძალაში, რაც სპორტული არბიტრაჟის სასამართლო სააპელაციო მიმართვას მიიღებს განხილვაში.


აღნიშნული სკანდალი მოსკოვის ანტი-დოპინგური ლაბორატორიის 2012-2015 წლების მონაცემთა ბაზაში WADA-ს მიერ გამოვლენილმა შეუსაბამობებმა გამოიწვია.


 


 


სხვა სიახლეები