• Ƀ/$

ანა დოლიძე: „ევროპაბეთმა“ გაიაზრა რა გარემოში მოღვაწეობს და სოციალური პასუხისმგებლობის აღებით უპასუხა სახალხო დაკვეთას

9 დეკემბერი 17:00, 2019 წელი | კომპანიები

საზოგადოებრივი მოძრაობა „გადავარჩინოთ ჩვენი შვილების“ დამფუძნებელი ანა დოლიძე „ევროპაბეთის“ მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის აღებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს არის ბიზნესი, რომელმაც გაიაზრა, რა გარემოში ახორციელებს საქმიანობას და შესაბამისად უპასუხა არსებულ გამოწვევებს.

ამის შესახებ ანა დოლიძემ M2B.GE-სთან საუბარში განაცხადა.


„მივესალმები, რომ ამ კომპანიამ გამოხატა სოციალური პასუხისმგებლობის აღების ნება და გამოეხმაურა სახალხო დაკვეთას. ვფიქრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია იაზრებს რა სოციუმში მოღვაწეობს და პასუხობს მოსახლეობის დაკვეთას. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჩამორჩება ბიზნესს ამ შემთხვევაში და იმის მაგივრად, რომ აწესებდეს რაღაც ჩარჩოებს, ეს ბიზნესი მინდობილი აქვს მთლიანად კომპანიებზე. მე მივესალმები გარე რეკლამის მოხსნის გადაწყვეტილებას. ასევე ცალსახად მივესალმები იდეას, რომ გამკაცრდეს არასრულწლოვნების მიერ აზარტული თამაშების საშუალებების გამოყენების საკითხი, ეს არის მათი დაპირება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ დაპირების შესრულების მონიტორინგი. გამოვხატავ ნებას, რომ შევხვდე კამპანიის ავტორებს, რათა მათ უკეთ აგვიხსნან პროექტის არსი. ასევე ძალიან კარგია თერაპიის დაფინანსების შემოთავაზება „ევროპაბეთის“ მხრიდან, ეს არის რასაც ვითხოვდით. ცუდია, რომ ხელისუფლება, ჯანდაცვა და პარლამენტი სპეციალურად აჭიანურებენ პროცესს და მათ ასწრებენ თვითონ სათამაშო ბიზნესის კომპანიები, ეს არის სამარცხვინო. იმედი მაქვს, რომ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ და გაიაზრებენ, რომ ისინი არ მოღვაწეობენ ვაკუუმში, მოღვაწეობენ გარკვეულ გარემოში და ამ გარემოს თავისი დაკვეთები აქვს“, - უთხრა M2B.GE-ს ანა დოლიძემ.


დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სციალური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ეს არის – „პასუხისმგებლიანი თამაში“, რომლის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. მან უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.


სხვა სიახლეები