• Ƀ/$

„პასუხისმგებლიანი თამაში“ – სათამაშო ბიზნესის ქართულ ბაზარზე „ევროპაბეთი“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს

9 დეკემბერი 20:46, 2019 წელი | კომპანიები

უარი გარე რეკლამაზე, ტელევიზიებსა და რადიოებში რეკლამის საათობრივი თვითრეგულაცია, ინტერნეტში რეკლამის ასაკობრივი შეზღუდვით გაშვება – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ინიციატივებიდან, რომლებსაც „ევროპაბეთი“ უპრეცედენტო კამპანიის - „პასუხისმგებლიანი თამაშის“ - ფარგლებში გეგმავს.

ყველა თანხმდება, რომ სათამაშო ბიზნესი გარკვეული სოციალური საფრთხეების შემცველია, მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეთა უმეტესობა „ევროპაბეთის“ ქსელში გასართობადაა ჩართული.


„ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ გაიყიდა და სრულად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის მფლობელობაში. BETSSON გლობალური კომპანიაა, ლეგალურად ოპერირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში. „ევროპაბეთში“ მიიჩნევენ, რომ გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა, სხვა ბენეფიტებთან ერთად, ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებასაც მოიაზრებს. 


ზემოხსენებულ ინიციატივაზე, სათამაშო ბიზნესის თავისებურებებსა და ამ ბიზნესში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა გვესაუბრება:


– არასრულწლოვანთა დაშვება სათამაშო ბიზნესში დღესაც აკრძალულია, მაგრამ ისინი სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ თამაშში ჩართვას. რა სტატისტიკა არსებობს ასეთი შემთხვევების შესახებ ზოგადად და კონკრეტულად „ევროპაბეთის“ ბიზნესში?


– არასრულწლოვანთა თამაში აკრძალულია როგორც კანონით, ისე ჩვენი კომპანიის შიდა პოლიტიკითაც. ეს არის ძალიან კომპლექსური პრობლემა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა და ეს პრობლემა არ აქვს მხოლოდ სათამაშო ბიზნესს. ძალიან მოკლე პერიოდში ბიზნესის მხრიდან საჭირო გახდა სწრაფი ადაპტაცია და, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური ტექნიკური გადაწყვეტილებების დანერგვა ხდება საჭირო. 


კერძოდ, არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვანი აყალბებს პირად მონაცემებს, რეგისტრირდება მშობლის ან ბებიის პირადობით, უკვე მოგვიანებით კი მშობლისვე საბანკო ბარათს იყენებს თანხის განაღდებისთვის. ამის პრევენცია სათამაშო ბიზნესის მხრიდან თითქმის შეუძლებელია. აქ პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი მოდის მშობელზე ან მეურვეზე, რომელმაც ყურადღება უნდა მიაქციოს თავის შვილს. ესეც ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია და „პასუხისმგებლიანი თამაშის“ ერთ-ერთი მიმართულება ასეთ თემებზე მშობლების ცნობიერების ამაღლებას მოიცავს. რაც შეეხება სტატისტიკას, ასეთი სტატისტიკა არ არსებობს, ხსენებული მიზეზების გამო. 


– არსებობს თუ არა გზა ამ რისკების გასანეიტრალებლად? და თუ - არა, მინიმიზაციის მისაღწევად მაინც?


– ამ რისკების დაზღვევის მიზნით ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა სახელმწიფო. კერძოდ, აქტიურად ვმუშაობთ ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, შემოსავლების სამსახურთან და სერვისების განვითარების სააგენტოსთან, რათა დისტანციური ვერიფიკაციის უფრო დახვეწილი მეთოდი დავნერგოთ. საუბარია რეგისტრაციის დროს ვიდეოვერიფიკაციაზე, სადაც მოხდება მიღებული პირადი და ბიომეტრიული ინფორმაციის ერთიან ბაზაში გადამოწმება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის ინიციატივების გატარება ტექნიკურად შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე. ამ შემთხვევაში შეუძლებელია პირადი მონაცემების გაყალბება, პროექტზე უკვე რამდენიმე თვეა, ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში ბიზნესშიც დაინერგება. 


– ახალი თვითრეგულირების პირობებში რა ასაკიდან დაიშვებიან მოქალაქეები თამაშებზე?


– ახალი თვითრეგულირება არ მოიაზრებს ცვლილებას ასაკთან დაკავშირებით. თამაშებზე დაიშვებიან 18 და მეტი წლის მომხმარებლები. ანუ ეს არის ასაკის ის ზღვარი, რაც ჩვენს ქვეყანაში სრულწლოვნად მიიჩნევა და შესაბამისი კანონით რეგულირდება.


 – რა გამოცდილებას ეყრდნობა „ევროპაბეთი“ ქართული სათამაშო ბაზრისთვის ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღებისას?


– ძალიან ბევრი წარმატებული ქეისია ევროპაში - შვედეთში, გერმანიაში, მალტაში. სწორი რეგულაცია, სულ ერთია, ეს სახელმწიფოს მხრიდან არის იძულებით განხორციელებული თუ კომპანიის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული, ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს. 


გვაქვს საპირისპირო მაგალითებიც, სადაც მოხდა ხისტი, მძიმე რეგულაციის შემოღება სახელმწიფოს მხრიდან, ან საერთოდ სათამაშო ბიზნესის აკრძალვა, ანუ ბაზრის „გაშავება“ და ამან საშინელი შედეგები გამოიღო - სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთში გადავიდა და ბიზნესზე კონტროლი გაქრა. ამის კარგი მაგალითებია რუსეთი, პოლონეთი და უკრაინა. 


პირიქით, არის ტენდენცია სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაციის, რისი კარგი მაგალითიც არის ბელარუსი, რომელმაც წელს, გაზაფხულზე, ლეგალური გახადა სათამაშო ბიზნესი. იგივე გზაზეა უკრაინა. ბოლო 10 წლის განმავლობაში აკრძალვით მიღებული სავალალო შედეგებიდან გამომდინარე უკრაინის მთავრობა ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომ ისევ ლეგალური გახადოს სათამაშო ბიზნესი, ახლა უკვე ადეკვატური რეგულაციის პირობებში. 


– რამდენი ხანია, რაც ამ პროექტზე მიდის მუშაობა და რამდენ ეტაპად განხორციელდება ის, რა პერიოდს მოიცავს მთლიანობაში და რამ გიბიძგათ ამ ნაბიჯისკენ?


– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით, რომ „ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ გაიყიდა და სრულად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის მფლობელობაში. BETSSON გლობალური კომპანიაა, ლეგალურად ოპერირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში და გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა, სხვა ბენეფიტებთან ერთად, ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებასაც მოიაზრებს. 


საქართველოს სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს. აქ არაფერია ისეთი, რაც ჩვენი გამოცდილებით ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა. უბრალოდ, ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე ვართ და აუცილებელია თანმიმდევრული ცვლილებები. 


პასუხისმგებლიანი თამაშის ბაზარზე შემოტანა ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო, რაც BETSSON-მა „ევროპაბეთის“ შეძენის მომენტიდან დაიწყო. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია არ არის მხოლოდ სიტყვები და ის ბიზნესპროცესებით უნდა გამყარდეს, რასაც საკმაოდ დიდი დროითი და ადამიანური რესურსი სჭირდება. 


ახლა კი შეკითხვაზე გიპასუხებთ: „ევროპაბეთმა“ კომუნიკაციის ნაწილში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი შარშან გადადგა, როდესაც გავაკეთეთ კამპანია „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“, რისთვისაც ბრენდ ამბასადორად მოწვეული გვყავდა ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო. 


ჩვენი დღევანდელი ინიციატივა სწორედ იმ ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი და შეუძლებელია ხისტი ნაბიჯებითა და მოკლევადიანი ინიციატივებით შედეგამდე მისვლა.


– რა სტატისტიკური მონაცემებია თქვენთვის ცნობილი უცხოური ბაზრიდან – რამდენად ეფექტიანად მუშაობს მსგავსი თვითრეგულირება?


– ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ BETSSON-ის გამოცდილებაზე, რომელიც წლებია, წარმატებით ახორციელებს პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკას არაერთ ბაზარზე. კომპანია წარმატებულია და აქვს საკმაოდ განვითარებული ონლაინ ხელსაწყოები, რომლებიც ეტაპობრივად ჩვენთანაც დაინერგება. 


თავი რომ დავანებოთ თემის ემოციურ მხარეს, პასუხისმგებლიანობა ბიზნესში მათემატიკურად არის გამართლებული. ბიზნესს ურჩევნია პასუხისმგებლიანი მოთამაშე, რომელიც ყოველდღიურად მცირე თანხებით თამაშობს დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე მოთამაშე, რომელმაც ერთიანად დიდი თანხა წააგო და პრობლემური მოთამაშის სტატუსში გადავიდა.


– თვითრეგულირების დაწესების შედეგად ხომ არ დაზარალდება თქვენი ბიზნესი?


– ვფიქრობთ, პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა გრძელვადიანი წარმატებული სტრატეგიაა. უცხოური წარმატებული ქეისებიც გვარწმუნებს, რომ ბიზნესი არ დაზარალდება.


– რა მოცულობით შემცირდება კომპანიის ბრუნვა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ?


– მოლოდინი არ გვაქვს, რომ ჩვენი ახალი ინიციატივით კომპანიის ბრუნვა შემცირდება.


– ასეთი მასშტაბის სოციალური პასუხისმგებლობის აღებით ერთგვარი პრეცედენტი შექმენით, რომელიც ბაზრის სხვა მოთამაშეებს, სავარაუდოდ, „თამაშის წესების“ შეცვლას აიძულებს. რას მოუტანს მსგავსი მასშტაბის ცვლილებები როგორც სათამაშო ბიზნესს, ისე საზოგადოებას? 


– პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ პასუხისმგებლიანი თამაშის ინიციატივა არის BETSSON-ის და უკვე „ევროპაბეთის“ გლობალური პოლიტიკის ნაწილი. ეს არის კომპანიის შიდა გადაწყვეტილება და არავის არაფერს ვაიძულებთ. 


გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები უკეთესს გახდის როგორც სათამაშო ბიზნესს, ისე იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. 


– რამდენად და რა ფორმით ჩაერთვებიან პროექტში სოცმუშაკები და ფსიქოლოგები? რა ფორმით მოხდება მოთამაშეების ფსიქოლოგიური დახმარება და რას გულისხმობს კონკრეტულად პრობლემური მოთამაშეების თერაპია?


– არსებობს პრაქტიკაში რამდენიმე აპრობირებული ფორმა, რომლებიც დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის სირთულეზე. ესენია: თვითშეფასება, ქოლცენტრი და ონლაინ დახმარება, ეფექტური გადამისამართება, 1X1 თერაპია, ჯგუფური თერაპია და ა.შ.


ამ ეტაპზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე ორგანიზაციასთან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს გემბლინგთერაპიის მომსახურების მომხმარებლებისთვის შეთავაზებაზე. თერაპიის ნაწილი ყველაზე კომპლექსური და დროში გაწელილი საკითხია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს თამაშის თერაპიის ჩამოყალიბებული პრაქტიკა. აქაც აუცილებელია ევროპული პრაქტიკის შემოტანა, რაშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას და დავეხმარებით ჩვენი ჯგუფის გამოცდილების გაზიარებით.


– სახელმწიფო რესურსი თუ არის ჩართული ფსიქოლოგიური დახმარების ან პერსონალური მონაცემების მართვის საკითხებში? და რა კუთხით? 


– სახელმწიფო რესურსი არ არის ჩართული ფსიქოლოგიური დახმარების ნაწილში. ასეთი პრაქტიკა არ მახსენდება ჩვენი გლობალური გამოცდილებიდანაც. 


რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, ამ ნაწილში სახელმწიფო დიდი ხანია ჩართულია, კერძოდ, პერსონალური მონაცემების დაცვისა და შენახვის ნაწილში. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, შესაბამისი წესით დავიცვათ და შევინახოთ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია. 


თუ სახელმწიფოს ჩართულობას გულისხმობთ მომხმარებლის რეგისტრაციის ნაწილში, აქ აქტიურად ვმუშაობთ ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, შემოსავლების სამსახურთან და სერვისების განვითარების სააგენტოსთან, რათა დისტანციური ვერიფიკაციის უფრო დახვეწილი მეთოდი დავნერგოთ. საუბარია რეგისტრაციის დროს ვიდეოვერიფიკაციაზე, სადაც მოხდება მიღებული პირადი და ბიომეტრიული ინფორმაციის ერთიან ბაზაში გადამოწმება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის ინიციატივების გატარება ტექნიკურად შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე. ამ შემთხვევაში შეუძლებელია პირადი მონაცემების გაყალბება, როგორც მინიმუმ, სანამ მომხმარებლები ახალ მეთოდებს არ მოიფიქრებენ პირადი ინფორმაციის გაყალბების მხრივ. პროექტზე უკვე რამდენიმე თვეა, ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში მისი ბიზნესში დანერგვაც იგეგმება. 


– არის თუ არა რისკები იმისა, რომ მოთამაშეს არ ჰქონდეს სუიციდური განწყობა, მაგრამ ბოროტად ისარგებლოს დახმარებით? 


– ბოროტად დახმარებაში თუ იმას გულისხმობთ, რომ მომხმარებელმა მიიღოს თერაპია მაშინ, როდესაც მას ეს არ სჭირდება, აქ ჩვენ პრობლემასა და რისკს ვერ ვხედავთ. მიიღოს, თუ ის ასე ფიქრობს. 


არ არის აუცილებელი, სუიციდური განწყობა ჰქონდეს მომხმარებელს, რომ საჭიროდ მიიჩნიოს თერაპიის მიღება. პრობლემური თამაშის ნებისმიერ გამოვლენაზე აუცილებელია, მომხმარებელი გაესაუბროს კვალიფიციურ თერაპევტს. რა შემთხვევაში ვლინდება პრობლემური თამაშისკენ მიდრეკილება, ამის შესახებ მომხმარებლები ინფორმაციის მიღებას შეძლებენ ჩვენს ვებგვერდზე - resposnible.ge. მაგალითად, თამაშში გატარებული დროის ზრდა შესაძლებელია, უკვე მანიშნებელი იყოს, რომ სახეზეა პრობლემური თამაშის ადრეული ეტაპი.


ჩვენი ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ხაზი სწორედ საზოგადოების ინფორმირება და პრობლემური თამაშის შესახებ ცნობადობის ზრდაა. 


– გარე რეკლამაზე უარის თქმით დაზოგილ თანხას CSR-ზე მიმართავთ, კონკრეტულად რა პროექტებს მოხმარდება ეს თანხა, რომელიც დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს?


– როგორც პრეზენტაციაში აღვნიშნე, ეს არ არის მხოლოდ გარე რეკლამა. ჩვენ ვზღუდავთ სატელევიზიო და რადიო განთავსებებსაც. 2020-ში დაახლოებით 2.2 მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ შემდეგ მიმართულებებსა და პროექტებში:



  • „პასუხისმგებლიანი თამაშის“ ცნობადობის გაზრდა და თერაპია

  • სპორტის განვითარება - ქართული სპორტის საერთაშორისო წარმატებაში ხელშეწყობა

  • ონლაინ მედიის განვითარება

  • სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები

  • ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება


როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პროექტების სტატუსის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ „ევროპაბეთი“ კვარტალურ ანგარიშებს მოამზადებს, სადაც დაინტერესებული მხარე მისთვის საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. 


სხვა სიახლეები