• Ƀ/$

აშშ-ში უმუშევრობის დონე 50 წლიან მინიმუმს დაუბრუნდა

11 დეკემბერი 10:54, 2019 წელი | ეკონომიკა

უმუშევრობის წილი აშშ-ში სექტემბრის დონეს - 3.5%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდა, რაც თავის მხრივ 50 წლიანი მინიმუმია.

უმუშევართა რაოდენობა 1 თვეში 44 000-ით შემცირდა, რაც წინა თვეებზე ნაკლებია, მაგრამ ამავე დროს 0.1%-ით, 63.2%-მდე შემცირდა სამუშაო ძალაც.


უმუშევრობის მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალი აზიური წარმოშობის ამერიკელებშია - 2.6%, ლათინოამერიკელებში - 4.2%, აფროამერიკელებში - 5.5%, თინეიჯერებში კი 12%.


რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის დონეს, აშშ-ის მშპ წლის პირველ კვარტალში 3.1%-ით, მეორე კვარტალში კი 2%-ით გაიზარდა.


მსგავს თემაზე:

მოსაზრება რომ ტექნოლოგიები უმუშევრობას ზრდის მცდარია


ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ს ბაზარზე 60%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები