• Ƀ/$

ვინც დონაში იყავით აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ხართ - სტეფანე „დონას“ კლასტერზე

4 სექტემბერი 18:06 | INTERNET დაიჯესტი

სტეფანე მღებრიშვილი ტკბილეულის მოყვარულებს და ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერს, იუმორით ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„სულ ჩხუბი მაქვს ჩემს „მჭამელ“ მეგობრებთან… ჭამა კაია (უამრავი ფსიქოლოგიური მიზეზიც არსებობს). აი, კრემიანი ტორტები, თან ნაყიდი, რატომ მოგწონთ?


აქაც რაღაც საშინელ ტორტებს ყიდულებენ – „უი ეს ამის ტორტია , ეს იმის ტორტია” – ერთამენთზე უარესი.


ჰოდა, და ახლა ვინც დონა კარანში იყავით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ხართ“- წერს სტეფანე მღებრიშვილი.


2 აგვისტოს გამოვლენილი კორონავირუსის 38 შემთხვევიდან, 22 საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდან იყო. საკონდიტრო ბათუმში მდებარეობს.


ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1596 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1294 განიკურნა, 19 ადამიანი კი გარდაიცვალა.
 


სხვა სიახლეები