• Ƀ/$

ვის რამდენით ეზრდება და ვის რამდენით უმცირდება დაფინანსება 2020 წლის ბიუჯეტით?

11 დეკემბერი 12:49, 2019 წელი | ფინანსები

პარლამენტმა 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ 10 დეკემბერს 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. პროექტის თანახმად დაფინანსება თითქმის ყველა სტრუქტურას ეზრდება.

ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 2 მლნ-ით 93 მლნ-მდე ეზრდება, ეკონომიკის სამინისტროს 111 მლნ-ით 364 მლნ-მდე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსება 2.071 მლრდ ხდება, ზრდა 71 მლნ. 33 მლნ-ით 224 მლნ-მდე იზრდება იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება.


ყველაზე დიდი 4.363 მლრდ-იანი ბიუჯეტი 2020 წელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექნება. 381 მლნ-იანი ზრდა ძირითადად პენსიების ზრდით არის გამოწვეული.


15 მლნ-ით 159 მლნ-მდე იზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაც. თავდაცვის სამინისტროსთვის 2019 წელთან შედარებით 45 მლნ-ით მეტი 880 მლნ ლარია გამოყოფილი. ამ შემთხვევაში აქცენტი სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კეთდება.


განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 32 მლნ-იანი ზრდის შემდეგ 1.666 მლრდ ხდება, თუმცა სასკოლო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების ჩათვლით ჯამში დარგს 1.9 მლრდ მოხმარდება.


მცირედით 4 მლნ-ით 770 მლნ-მდე იზრდება შსს-ს დაფინასება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი კი 13 მლნ-იანი ზრდის შემდეგ 353 მლნ ხდება.


სამინისტროების გარდა 4 მლნ-ით 41 მლნ-მდე იზრდება პროკურატურის დაფინანსება, 2.6 მლნ-ით 8 მლნ-მდე სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება. ცესკოსთვის 2020წლის ბიუჯეტში 45 მლნ-ით მეტი 72 მლნ ლარია გამოყოფილი.


უცვლელი რჩება პარლამენტისა და საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხების მოცულობა შესაბამისად 65 და 25 მლნ ლარი.


1.2 მლნ-ით 7 მლნ-მდე მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება. 1.7 მლნ-ით 7 მლნ-მდე მცირდება ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაფინასებაც.


სულ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 14.432 მლრ ლარით არის განსაზღვრული, რაც 2019 წლის გეგმას მკვეთრად 1.1 მლრდ-ით აჭარბებს.


მსგავს თემაზე:

2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სოციალური ხარჯები, ინფრასტრუქტურა და განათლება იქნება



სხვა სიახლეები