• Ƀ/$

ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც ფილარმონიასთან აფეთქებას ემსხვერპლა

5 სექტემბერი 11:07 | INTERNET დაიჯესტი

გუშინ, 4 სექტემბერს, ფილარმონიასთან კლუბ „დეჟავუს“ აფეთქებას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი აფეთქების ადგილზე მუშა იყო, რომელიც გასართობი ცენტრს არემონტებდა.

სოციალურ ქსელში ხათუნა ნოზაძე პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილი ახაგაზრდა ბიჭის შესახებ წერ. როგორც პოსტიდან ვიგებთ, გარდაცვლილი ჟურნალისტ ნინო ომანაძის ძმისშვილია.


„გუშინ დილით საშინელმა სიზმარმა გამაღვიძა. ბღუჯა-ბღუჯა ჩამოდიოდა თავიდან თმა, მერე სულ გადამპარსეს, არაფერი ეშველებაო, ვიცოდი რომ ცუდ ამბავს გავიგებდი, მეც მეშინია ჩემი სიზმრების, სულ მიხდება... ავდექი შეშინებული, სიზმარი წყალს გავატანე, სანთელი დავანთე. მერე სანდროს მოვუყევი სიზმარი და ვუთხარი, ან მე მოვკვდები, ან საშინელებას გავიგებთქო..


მივედი სამსახურში და 4 საათზე ეს აფეთქება ფილარმონიასთან, საშინელი კადრებით... 1 გარდაცვლილიო და გულში გავიფიქრე უბედური დედამისი, ნეტა ვინ ჩაიცვა კიდევ შავი მეთქი და თურმე ჩემი მეგობრის შვილია ხალხნო, კლასელის, ვისთან ერთადაც გავიზარდე....


უკარგესი, უწესიერესი, ფეხზე მყარად დამდგარი შვილი, კარგი ვაჟკაცი, ულამაზესი, გიგა გრიგალაშვილი, რა ვთქვა არ ვიცი, როგორ მიუვსამძიმრა დედამისს არც ის ვიცი,უბრალოდ გამძლეობას ვუსურვებ...


ვუსამძიმრებ ჟურნალისტ, ნინო ომანაძეს, ძმისშვილის გარდაცვალებას...


ეს არის გაუგონარი ტრაგედია... ვერ ვმეტყველებ, ისე ვარ დამუნჯებული, მუცელი მეწვის სიმწრით“,- წერს ხათუნა ნოზაძე.


ინფორმაციისთვის, 4 სექტემბერს ფილარმონიასთან კლუბ „დეჟავუში“ ჟანგბადის ბალონის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. აგრეთვე არიან დაშავებულებიც, რომლებიც ხეჩინაშვილისა და ალადაშვილის კლინიკებში არიან მთავსებული მრავლობითი დაზიანებითა და დამწვრობით.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



სხვა სიახლეები