• Ƀ/$

უცხოურ კომპიუტერებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე ჩინეთის სახელმწიფო დაწესებულებები უარს იტყვიან

11 დეკემბერი 15:03, 2019 წელი | ეკონომიკა

ჩინნეთის მთავრობამ დაადგინა, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო ვალდებულია, უცხოური კომპიუტერული მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლოს.

ხელისუფლებამ „წმენდისთვის“ სამწლიანი ვადა დააწესა. მთლიანობაში ქვეყანას 20–30 მილიონი კომპიუტერის შეცვლა მოუწევს – გამოითვალა საბროკერო კომპანიამ China Securities.


ცვლილებების პროცედურა დეტალურად არის განმარტებული სამთავრობო დოქტრინაში, რომელიც სახელმწიფო უწყებებს გაზაფხულზე დაეგზავნა და მას „3–5–2“–ად მოიხსენიებენ. დირექტივა ძალაში 2020 წელს შედის. პირველ წელს ორგანიზაციებს უცხოური კომპიუტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის 30%–ის შეცვლა მოუწევთ, 2021 წელს – 50%–ის და ბოლო, მესამე წელს – 20%–ის, წერს გამოცემა Financial Times.


პროექტის რეალიზაცია სერიოზულ დარტყმას მიაყენებს კომპანიებს HP, Dell და Microsoft, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ჩინეთის სამთავრობო უწყებებისთვის კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ძირითადი ამერიკელი მიმწოდებლები.


დირექტივა კერძო სექტორზე არ ვრცელდება.


სხვა სიახლეები