• Ƀ/$

ტანჯვა მაშინ დგება, როცა ადამიანი აწმყოს ადარებს წარსულს - რამაზ გიგაური

9 სექტემბერი 13:39 | INTERNET დაიჯესტი

ასტროლოგი და სამოტივაციო წიგნების ავტორი რამაზ გიგაური ადამიანებს ყოველი წუთით დატკბობისა და ბედნიერების დანახვისკენ მოუწოდებს. 

„ტანჯვა მაშინ დგება, როცა ადამიანი აწმყოს ადარებს წარსულს. თუ წარსული კარგი იყო და აწმყო არ ვარგა, იტანჯება, რადგან მაგარი იყო წარსული და აწმოში რა არის? არაფერი. თუ პირიქით, ანუ წარსული იყო საზიზღარი და ახლა უკეთესია, იმის გამო იტანჯება, რომ ასეთი წარსული ჰქონდა და ვერ იგდებს თავიდან წარსულში გადატანილ ტკივილებს.


იგივეა მომავალზეც. „ვაითუ საზიზღარი მომავალი მქონდეს“; „ვაითუ ჩავფლავდე“;


„ვაითუ ისე არ დალაგდეს ყველაფერი, როგორც მე მინდა და ამის წინა პირობას უკვე ვხედავ“ და ა. შ.
თუ მომავალში მაგარი პერსპექტივა ჩანს, უკვე აწმყოს უკმაყოფილება უჭერს ადამიანს ყელში და ადამიანს ერთი სული აქვს, ეს აწმყო როგორც მოიცილოს და გაიქცეს მისიდან.


სინამდვილეში არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი. ეს გონების პროექცირებაა და მისი გაიძვერული ჟონგლიორობა. მაგარია აწმყო. უმაგრესი და არ არსებობს ამაზე მაგარი დრო. თქვენი შველა სწორედ აწმყოშია. ამიტომ რელაქს!


დატკბით სწორედ ამ წუთით, ნუ იტანჯებით და ნუ გეშინიათ. გააჩერეთ წამი და ამ ერთ წამში გაიღიმეთ. დატკბით იმ ყველათი და ყველაფრით, ვინც გყავთ და რაც გაქვთ. თქვენ ბედნიერი ხართ! აქ და ახლა - თქვენ ბედნიერი ხართ. გააცნობიერეთ ეს“, - წერს რამაზ გიგაური.



სხვა სიახლეები