• Ƀ/$

უნიტაზიდან ამომძვრალმა გველმა მამაკაცს სასქესო ორგანოზე უკბინა

9 სექტემბერი 15:55 | INTERNET დაიჯესტი

ტაილანდში თინეიჯერი ბიჭი, რომელსაც უნიტაზზე ჯდომის მომენტში პითონმა სასქესო ორგანოზე უკბინა, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 18 წლის სირაპჰოპ მასუკარატმა საპირფარეშოში ყოფნის დროს უეცარი ტკივილი იგრძნო სასქესო ორგანოზე, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მას შხამიანმა გველმა უკბინა.

აღნიშნულის შემდეგ სირაპჰოპი შემაძრწუნებელი კივილით გამოიქცა აბაზანიდან, რომლის შემდეგაც იგი მშობლებმა რამდენიმე წუთში საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმებმა დაზარალებულს სამი ნაკერი დაადეს და ანტიობიტიკებით დაუმუშავეს ნაკბენი, რათა ბაქტერიების ნეიტრალიზება მოეხდინათ.


შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ცხოველთა მომთვინიერებლები, რომლებმაც უნიტაზში გახვეული გველი სპეციალური მოწყობილობით ამოიყვანეს.



სხვა სიახლეები