• Ƀ/$

რესტორანი „მრავალმჟამიერი“, სადაც 5 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, დახურეს

9 სექტემბერი 18:41 | INTERNET დაიჯესტი

რესტორან „მრავალჟამიერში“, სადაც მრავალრიცხოვანი ქორწილი გაიმართა და კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა, დღეს დახურულია.

ეს გადაწყვეტილება რესტორანში მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ მოკლე ტექსტური შეტყობინებები გააგზავნა იმის შესახებ, რომ თუკი ვინმე იმყოფებოდა ამ რესტორანში, საკუთარი მონაცემები, უსაფრთხოების მიზნით, გადაემოწმებინათ.


დღეს ადგილზე ეპიდემიოლოგები მივიდნენ. რესტორნის ყველა თანამშრომლის მონაცემები ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.


ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1773 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1325, ხოლო გარდაცვლილია 19 ადამიანი.


 


სხვა სიახლეები