• Ƀ/$

Saudi Aramco - კომპანია რომლის ღირებულების $100-იანი კუპიურები დედამიწას 73-ჯერ შემოევლებოდა

12 დეკემბერი 17:34, 2019 წელი | ანალიტიკა

უდიდესი არაბული სახელმწიფო ნავთოკომპანია Saudi Aramco ბირჟაზე გავიდა. ვაჭრობის შედეგად 1 აქციის ფასმა 32-დან 35.2 რიალამდე მოიმატა, თავად კომპანიის კაპიტალიზაციამ კი $1.7 ტრლნ-დან 1.88 ტრლნ-მდე.

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი თავდაპირველ ფასად $2 ტრლნ-ს განიხილავდა. საერთაშორისო ექსპერტების რჩევით საწყისი ღირებულება $300 მლრდ-ით შეამცირეს, თუმცა ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ღირებულება ბოლოს საწყის შეფასებასთან უფრო ახლოს აღმოჩნდა.


Saudi Aramco-ს ამჟამინდელი ღირებულება Apple-სას $680 მლრდ-ით აღემატება. მაინც რამდენია  1 880 000 000 000 დოლარი?


პლანეტის უმაღლესი ცათამბჯენის ბურჯ-ხალიფას მშენებლობა $1.5 მლრდ დაჯდა, შესაბამისად $1.88 ტრლნ-დ 1250 ბურჯ ხალიფა აიგებოდა. ანუ თბილისი-ბათუმამდე გზის ორივე მხარეს ყოველ 600 მეტრში თითო ბურჯ ხალიფას ჩადგმა იქნებოდა შესაძლებელი.



აპოლოს მისია, რაც 11 წლის განმავლობაში (1961-1972 წლები) მთვარემდე ფრენის მომზადებას, კვლევებს და 6 პილოტირებულ მისიას გულისხმობდა 2018 წლის კურსით $153 მლრდ დაჯდა. $1.88 ტრლნ-იანი დაფინანსების პირობებში მარსის პირველ დალაშქვრაზე სავარაუდოდ წარსულ დროში მოგვიწევდა საუბარი.



სტალინგრადის ბრძოლასთან და ნორმანდიის ოპერაციასთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ბედი ლენდ-ლიზის პროგრამამაც გადაწყვიტა, მარშალის გეგმის გარეშე, კი ადვილი შესაძლებელი დასავლეთ ევროპაც გაწითლებულიყო. დღევანდელი კურსით ორივე პროექტზე ჯამში $630 მლრდ დაიხარჯა, ანუ Saudi Aramco-ს ღირებულებაზე 3-ჯერ ნაკლები.



Worldmeters-ის ცნობით დედამიწის მოსახლეობა 7.7 მლრდ-ა. $1.88 ტრლნ რომ ყველას თანაბრად გავუნაწილოთ, პლანეთის თითოეულ მოსახლეს $244 შეხვდებოდა, ბევრი არაფერი, მაგრამ ამ თანხას თუ მხოლოდ საქართველოში დავარიგებდით, მაშინ  თითოეულ მოქალაქეს $508 000 შეხვდებოდა.


მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კუპიურის $100-იანის წონა 1 გრამია. ფილმებში ქეისით ნაჩვენები $1მლნ ქწისის გარეშე 1გიგ-ა, (2009 წლამდე გამოშვებული ბანკოტების შემთხვევაში 8 კგ) $1.88 ტრლნ 18.8 მლრდ გრამი ანუ 18.8 ათასი ტონა იქნება.



იმავე $100-იანის ზომები 156X66.3X0.1 მილიმეტრია, მისი ფართობი 9875 კვადრატული მილიმეტრი, მოცულობა კი 987 კუბური მილიმეტრი. 18.8 მლრდ კუპიურის მოცულობა 18.555 ტრლნ კუბური მილიმეტრია რაც 18 555 კუბურ მეტრს უდრის. მის გადაზიდვას 500 დიდი ტრაილერი დასჭირდება. ეს არის ერთიანი ფულის მასა ზომებით 300X10X6.2 მეტრი.


ეკვატორის სიგრძე 40 000 კილომეტრია რაც მეტრებში 40 მლნ-ს, მილიმეტრებში კი 40 მლრდ-ს უდრის. 18.8 მლრდ $100-იანი დედამიწას 73-ჯერ შემოევლებოდა. დედამიწას და მთვარეს ერთდროულად კი 3-ჯერ. მაშინ როცა მთვარემდე მანძილი 384 ათასი კილომეტრია.  



Saudi Aramco 1933 წელს დაარსდა, კომპანია 270 მლრდ ბარელის ნავთობის რეზერვს ფლობს, რაც ამჟამინდელი მსოფლიო მოხმარების 7 წლის მაჩვენებელს აღემატება.


Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ 2018 წელს $111 მლრდ-ს მიაღწია, რაც ეფლის, გუგლისა ჯამურ მოგებას აღემატება.


მსგავს თემაზე:

დედამიწის დღე, პრობლემები, შედეგები და გამოსავალი


როგორი იქნებოდა დედამიწა, რადიოტალღები რომ ხილული იყოს



სხვა სიახლეები