• Ƀ/$

კომუნიკაციების კომისიამ ევროსაბჭოს მხარდაჭერით რეგიონულ მაუწყებლებს წინასაარჩევნო ვალდებულებებთან დაკავშირებით ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარა

10 სექტემბერი 11:10 | INTERNET დაიჯესტი

საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებასთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიამ ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, 20-მდე რეგიონულ მაუწყებელთან ორდღიანი ტრენინგი გამართა.

რა ვალდებულებები აქვთ მაუწყებლებს კანონმდებლობით, რა უნდა გაითვალისწინონ წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას და როგორ უნდა დაიცვან საარჩევნო პროცესის დროს კანონის მოთხოვნები - ამ თემებზე საინფორმაციო შეხვედრა „საარჩევნო პროცესი: მედიის რეგულირება და წინასაარჩევნო გაშუქების სტანდარტები” ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ტრენინგის ფარგლებში, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისთვის შესაბამისი ინსტრუქციები მიიღეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს წინასაარჩევნო ვალდებულებებზე და ამომწურავად უპასუხეს მაუწყებლების შეკითხვებს. 


ინფორმაციისთვის, კომუნიკაციების კომისიამ 1 სექტემბერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგი დაიწყო.  კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ მედია მონიტორინგს ახორციელებს. კომისია მონიტორინგის ფარგლებში, წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. კომუნიკაციების კომისია საარჩევნო მონიტორინგის ანგარიშებს საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს.


 


სხვა სიახლეები