• Ƀ/$

ენგურჰესის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

10 სექტემბერი 15:04 | INTERNET დაიჯესტი

ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თანამშრომლების უმრავლესობა დისტაცნიურად მუშაობს. მათ ასევე ტესტირებები ჩაუტარდებათ. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ისინი რუხის კლინიკაში არიან მოთავსებულები.


ინფორმაციისთვის, დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 1334-მდე გაიზარდა. ამ დროის მონაცემების მიხედვით კი ვირუსი, 19 ადამიანმა ვერ დაამარცხა.
 


სხვა სიახლეები