• Ƀ/$

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში დატოვა

13 დეკემბერი 17:47, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დასრულდა. რადიო თავისუფლების ცნობით სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება. 

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს.


15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.


ქართველ ექიმს სოლიდარობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კოლეგებმა და უბრალო მოქალაქეებმა გამოუცხადეს. მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვა ეუთომ და ევროსაბჭომ.


ვაჟა გაფრინაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას ამ დრომდე არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, საზღვარი კი როკის გვირაბზე გადის.


 


სხვა სიახლეები