• Ƀ/$

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი განცხადებას ავრცელებს

13 დეკემბერი 18:54, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ტყვეობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ჩვენების არ შეცვლას უკავშირებს.

დღე 35!


ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს”


ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში!


ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!


#თავისუფლებავაჟაექიმს
#freedomforDoctorVaja


მსგავს თემაზე:

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში დატოვა



სხვა სიახლეები