• Ƀ/$

რატომ ინგრევა ქართული ოჯახები ?- კრიზისის დაძლევის 3 ნაბიჯი ფსიქოლოგისგან

17 სექტემბერი 13:53 | INTERNET დაიჯესტი

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან ხშირად ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული წყვილების ცხოვრებაშიც დგება კრიზისი. 

მაგრამ ეს დასასრული არაა.  უფრო მეტიც - ეს ხშირად ახლის დასაწყისია. 


კრიზისებზე, მათი მოგვარების გზებსა და საშუალებებზე დაიჯესტი ფსიქოთერაპევტ სალომე ფანჯიკიძეს ესაუბრა. მისი თქმით, პრობლემების მოგვარება ურთიერთობას აღრმავებს.


წყვილებს შორის კრიზისი ურთიერთობაში გარდაუვალია. ეს აუცილებელიცაა, რათა ურთიერთობამ ახალი ეტაპები გაიაროს. როცა კრიზისი გადაილახება, მაშინ წყვილი ახალი ენერგიითა და განწყობებით აგრძელებს ურთიერთობას. თუ კრიზისი ვერ გადაილახა, ოჯახები ინგრევა. 


- რა ეტაპებს გადის ურთიერთობა და როდის იწყება კრიზისი?


-კრიზისი თანაცხოვრების საწყის ეტაპზე დგება, როდესაც როლების გადანაწილება ხდება. ამ დროს წყვილი ხშირად კინკლაობს და ერთამენთის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს. თუ წყვილი ერთმანეთს შეეჩვია, გადალახეს და დაალაგეს ეს ყველაფერი. 


- II კრიზისი ბავშვის გაჩენის დროს იჩენს თავს. ამ დროს ქალების ფიზიოლოგიური მდგომარეობა და სხეულის ფორმები იცვლება, შესაძლოა, ქალმა თავი საკმარისად სექსუალურად ვეღარ იგრძნოს. კაცებს კი  დედის სიმბოლოსთან სექსუალური კავშირის დამყარება უჭირთ. ორსული ქალიც დედის სიმბოლოსთან ასოცირდება, ამიტომ ურთიერთობაში ამ ტიპის კრიზისი ხშირია. კაცები ცოლებს ორსულობის დროს ღალატობენ. თუ წყვილმა ეს ეტაპი უყურადღებოდ არ დატოვა და საკუთარ პრობლემებზე ისაუბრა,  არის დიდ შანსი, რომ  ჩვეულებრივი თანაცხოვრება გააგრძელოს.


- III კრიზისი  ბავშვის დაბადების მომენტიდან იწყება, რომელიც წყვილს შორის ურთიერთობის განელების პერიოდად ითვლება. ოჯახში ახალი ადამიანი შემოდის, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. ამ დროს ცოლ-ქმარს შორის  ექსკლუზიური ურთიერთობა ირღვევა. ასეთ დროს კაცები იწყებენ წუწუნს და ამბობენ, რომ ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ. 


შემდეგ უკვე დგება მომენტი, როდესაც ორივემ ბავშვს უნდა მოუაროს, მიდის დავა მოზარდის  მზრუნველობასთან დაკავშირებით და ასეთ დროს მოჭარბებულმა უარყოფითმა ენერგიამ შესაძლოა წყვილი დააშოროს.


- აი, IV კრიზისი კი მაშინ დგება, როდესაც ადამიანები პირადი ინტერესებისა და კარიერისკენ ილტვიან. გრძევლვადიან ურთიერთობაში ვეღარ პოულობენ საერთოს. ისინი ამ დროს ერთმანეთს ემოციურად შორდებიან. ასეთ დროს, ორივე სქესის მხრიდან, ძალიან ხშირია სხვა ადამიანით აღფრთოვანებისა და ღალატის შემთხვევები.


- როგორ უნდა მოვიქცეთ კრიზისების დროს?


პირველი ნაბიჯი პრობლემის აღმოჩენაა. არიან წყვილები, რომლებსაც პრობლემის შემჩნევა ძალიან უჭირთ. სინამდვილეში, თუ პრობლემას სახელს დაარქმევ, ის მოგვარებადი ხდება. 


შემდეგი ნაბიჯია  წყვილის მზაობა პრობლემის გადასაჭრელად.


და ბოლოს, მთავარია დიალოგი. საუბარი მათ შორის კავშირს გაამყარებს. ყოველი კრიზისული ეტაპის გადალახვა კიდევ ერთი განახლებული და ურთიერთობის უკეთესი ეტაპია 


სხვა სიახლეები