• Ƀ/$

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვევის შეძენა, უკვე საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებშია შესაძლებელი

3 ნოემბერი 11:10 | მედია ბიზნესისთვის - M2B

„ჯიპიაი ჰოლდინგის” დაზღვევის შეძენა საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში უკვე შესაძლებელია. კომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მომხმარებელს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში მარტივად შეუძლია შეარჩიოს სასურველი პაკეტი და რამდენიმე წუთში გაიფორმოს ჯიპიაის ავტოდაზღვევის, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის, ბინის დაზღვევის ან სამოგზაურო დაზღვევის პოლისი.

ჯიპიაის ავტოდაზღვევა ყველა გავრცელებული რისკისაგან დაგაზღვევთ: ავარია, ქურდობა, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა, სტიქია და სხვა. კომპანიის ზარალების რეგულირების სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და გამოირჩევა სწრაფი და კომფორტული მომსახურებით. ჯიპიაიში ავარიის შესახებ განაცხადის გაკეთება და ანაზღაურების მიღება ონლაინ არის შესაძლებელი. 1000 ლარამდე ზარალი კი დაზღვეულს ადგილზე უნაზღაურდება. ავტოდაზღვევის მიღება მომხმარებელს პოლისის დადასტურების შემდეგ, სერვისცენტრშივე შეუძლია.


მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის პოლისი მაშინ იცავს მძღოლს ფინანსური რისკებისგან, როცა მძღოლის ბრალეულობით ზიანდება სხვა პირის ავტომობილი, ჯანმრთელობა ან ქონება. ჯიპიაიში ამ პაკეტით დაზღვეულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიანი მომსახურებით.


ბინის დაზღვევა, იგივე პოლისი კომფორტით დაზღვეულია მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა გათბობის სისტემების დაზიანება, კანალიზაციის, წყალგაყვანილობის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლა, ხანძარი, აფეთქება, ქურდობა და სხვა. ამ პოლისით ანაზღაურდება რემონტის, ტექნიკის და ავეჯის შეცვლის ხარჯები.


სამოგზაურო დაზღვევის ღირებულება  დღეში 1 ლარია და ფარავს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს საზღვარგარეთ ყოფნისას, მაგალითად: საკვებით მოწამვლა, ტრავმა, მოტეხილობა, ალერგია და სხვა. პოლისი მოქმედებს მთელ მსოფლიოში და ითვალისწინებს ანაზღაურებას 50 000 EU/USD ფარგლებში.


„ჯიპიაი ჰოლდინგის" სადაზღვევო პაკეტების შეძენა საქართველოს ბანკის სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში შეგიძლიათ. 


 


 


სხვა სიახლეები