• Ƀ/$

Saudi Aramco-ს ღირებულებამ $2 ტრლნ-ს გადააჭარბა

17 დეკემბერი 15:49, 2019 წელი | კომპანიები

ბირჟაზე გასვლიდან სულ რაღაც 1 კვირაში Saudi Aramco-ს ღირებულებამ $2 ტრლნ-ს გადააჭარბა, რითაც ყველა დროის რეკორდი მოხსნა. განსხვავება მასსა და Apple-ის შორის $770 მლრდ-მდე გაიზარდა.

არაბეთის სამეფო ოჯახი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ Saudi Aramco-ს ღირებულება $2 ტრლნ-ს შეადგენდა, თუმცა საერთაშორისო ექსპერტებისგან მიღებული კონსულტაციების შემდეგ ფასი $1.7 ტრლნ-მდე შემაცირეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა სამეფო ოჯახის პროგნოზი რეალობასთან გაცილებით ახლოს აღმოჩნდა.


11 დეკემბერს ვაჭრობის დაწყებისას 1 აქციის ფასი 32 რიალს შეადგენდა, დღეს კი მისი ფასი 37.9 რიალია, შესაბამისად კომპანიის ღირებულება $2.01 ტრლნ-ს უდრის.  


Saudi Aramco 1933 წელს დაარსდა, კომპანია 270 მლრდ ბარელის ნავთობის რეზერვს ფლობს, რაც ამჟამინდელი მსოფლიო მოხმარების 7 წლის მაჩვენებელს აღემატება.


Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ 2018 წელს $111 მლრდ-ს მიაღწია, რაც ეფლის, გუგლისა ჯამურ მოგებას აღემატება.


მსგავს თემაზე:

Saudi Aramco - კომპანია რომლის ღირებულების $100-იანი კუპიურები დედამიწას 73-ჯერ შემოევლებოდა



სხვა სიახლეები