• Ƀ/$

საინტერესო ფაქტები მიკროტალღური ღუმელის შესახებ

17 დეკემბერი 17:05, 2019 წელი | კომპანიები

მსოფლიოში ცნობილმა რამდენიმე ინტერნეტ მაღაზიამ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, ბევრისთვის მოულოდნელად, გლობალური ფასდაკლების წინა კვირაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ასორტიმენტიდან ყველაზე დიდი რაოდენობით მიკროტალღური ღუმელები გაიყიდა.

საცხობი ღუმელები იმდენად გასაკვირი არ იქნებოდა, ვინაიდან საშობაო პერიოდში მათზე მოთხოვნა ისედაც ძალიან მზარდია ხოლმე, თუმცა მიკროტალღური ღუმელი, როგორც წესი, რაიმე განსაკუთრებული სეზონურობით არ ხასიათდება.


ბევრისთვის ძალიან კარგად ნაცნობ სამზარეულოს ამ აქსესუარს უამრავი საინტერესო ფაქტი უკავშირდება, რომელთა გაცნობაც ჩვენი მომხმარებლისთვისაც საუკეთესო იქნება.



  • ისტორიაში პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი მიკროტალღური ღუმელის სიგრძე 1.8 მეტრს შეადგენდა და 340 კილოგრამს იწონიდა. ის დღევანდელ მოდელებთან შედარებით სამჯერ მეტ ელექტრო ენერგიას მოიხმარდა.

  • მიკროტალღური სხივების მიერ თბობის ეფექტის არსებობა სრულიად შემთხვევით, 1945 წელს აღმოაჩინეს.
    ამ ტიპის ღუმელის გამომგონებლად პენსი სპენსერი ითვლება. მან რადარებთან მუშაობისას შემთხვევით აღმოაჩინა, რომ შოკოლადმა, რომელიც ჯიბეში ედო, დნობა დაიწყო.

  • პირველი საკვები, რომელიც მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებით მიიღეს, პოპკორნი გახლდათ.

  • დღეისთვის არსებულ მოდელებთან ყველაზე მიახლოებული ვარიანტი (ზომით და ფორმით) 1960-იანი წლების ბოლოს, აშშ-ში შექმნეს.

  • აშშ-ს შრომის ბიუროს ოფიციალური სტატისტიკის, ამ ქვეყნის მოსახლეობის 97%-ს აქვს მიკროტალღური ღუმელი.

  • ღუმელი მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 64%-ს გარდაქმნის მიკროტალღურ ენერგიად.

  • სწორი გამოყენების პირობებში მიკროტალღური სხივებით გათბობის მეთოდი არ ცვლის საკვებ ნივთიერებებს, განსხვავებით სხვა ტიპის ღუმელებისგან.

  • მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას დახურული ტიპის საკვები, მაგალითად კვერცხი, შესაძლოა გასკდეს, წარმოქმნილი წნევის ზემოქმედების შედეგად.

  • მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებული ნებისმიერი მეტალი გარდაიქმნება ე.წ ანტენად და არსებულ სხივებს გადასცემს.


დღეისთვის, ქართულ ბაზარზე მიკროტალღური ღუმელების კუთხით ყველაზე დიდ არჩევანს ინტერნეტში isurve.ge, ხოლო ბრენდების მიხედვით Toshiba, Hitachi, Panasonic, Samsung და LG გვთავაზობენ.


მათი ფასები მერყეობს 150-დან 800 ლარამდე, სიმძლავრის და ფუნქციონალის მიხედვით.


უცხოური ანალოგების მსგავსად, უამრავ სხვადასხვა აქციას ამ მიმართულებით ქართულ მაღაზიებშიც, მათ შორის ინტერნეტშიც შეხვდებით. წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!


 


სხვა სიახლეები