• Ƀ/$

Facebook ანდროიდის "მკვლელს" შექმნის

20 დეკემბერი 16:47, 2019 წელი | კომპანიები

სოციალური ქსელის გიგანტმა Facebook-მა განაცხადა, რომ Android-ის "მკვლელის" შექმნას გეგმავს.

Facebook-ს საკუთარი ოპერაციული სისტემა სჭირდება იმისთის, რომ Google-ს ოპერაციულ სისტემაზე დამოკიდებულება შეამციროს. 


სოციალურ ქსელს Google-სგან გათავისუფლებაში მარკ ლუკოვსკი დაეხმარება, რომელიც Windows NT-ის გაშვებაში მონაწილეობდა.


კომპანიის ინტერესი, მისმა პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბოსვორფმა დაადასტურა. მისი თქმით, Facebook კონკურენტების პროდუქტებს ბოლომდე ვერ ენდობა.


ანგარიშში ნათქვამია, რომ Android- ის შეცვლილი ვერსია Oculus და Portal მოწყობილობებში იქნება გამოყენებული.


კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მომავალში სოციალური ქსელი Google-ს პროგრამული უზრუნველყოფის სრულად ჩანაცვლებას აპირებს. 


 


 


 

სხვა სიახლეები