• Ƀ/$

ვასილ ხოდელი ლიბერთი ბანკის გენერალურ დირექტორად ინიშნება

30 დეკემბერი 16:57, 2019 წელი | კომპანიები

ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს.

ლიბერთი ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანკის მენეჯმენტს ახალი წლიდან, გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვასილ ხოდელი შეუერთდება.


ვასილ ხოდელი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საბანკო სისტემაში.  ხოდელი იკავებდა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.


ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის განცხადებით, ხოდელის მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლიბერთი ბანკის შემდგომ განვითარებაში


"ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად მივულოცო ვასილ ხოდელს და მივესალმო მის ჩვენს გუნდთან შემოერთებას. მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლიბერთი ბანკის შემდგომ განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაში ერთერთ წამყვან უნივერსალურ საბანკო ინსტიტუტად საქართველოში",- აღნიშნა რუხაძემ.


როგორც ვასილ ხოდელმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის ტანამდებობაზე დანიშვნა.


"ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ბანკის განვითარების ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გააგრძელებს ლიბერთი ბანკის ახალი ბიზნეს სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას. ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბება წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის განმტკიცებაში",- განაცხადა ვასილ ხოდელმა.


ცნობისთვის, ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.


სხვა სიახლეები