• Ƀ/$

რავა ხარ, ზურიკელა ნენა?

30 დეკემბერი 17:23, 2019 წელი | კომპანიები

ჯემალიე მოდიოდა უცფათ თფილისში და თუ გამატან რამეს ბაღანასთან ქე წუუღებო. ასე ნაუცფათევად რაცხას მუუყრი თავს, ყოლიფერს ვატან ნენა.

აი ტყემალი, ხუტაიეს ზიარ ყანასთან რომ ბაღი გავაშენეთ, იქიდანაა. ქე იცი მაი ადგილი შენ და იიც იცი, რაფერი მუუვალი ადგილია. სამაგიეროდ სუფთაა ყოლივმხრივ. მაშინა მაქანა ვერ ადის და ტაქტორი. ხარებით და ურმით ჩამუატანიე არსენას მთელი მოსავალი. ამფერი საღი კეკლები და კაი მოსავალი, ამ ხნის ქალი მევყარე და არ მახსოვს ნენა. ყველა ჯანმრთელი და მრგვალი იყო, ენვერიე სარიშვილის გოგოებივით. ქვეყნის ტლემალი მოვადუღე ნენა და მარტო შენდა არ გიგზავნი, დოურიგე მაქაურ ამხანაგებს.


კომპოტებს ვატან კიდო და იმედია არ იჯღავლებს ჯემალიე, მაგდენი ადგილი არ მაქო. შაქროიეს ზიარი ფეიხოეს, ჩვენი ეზოს ატმის, ნათელას გამოგზავნილი შინდის და კუნჭულის ტყეში დაკრეფილი ველური მაყვლის კომპოტები შენ თუ არ გამოგიგზავნე, აქანე ვიზდა გევიმეტებ მაგას? გუშხამ არსენა მემასხრა, ამ კვაწარახ ღვინოს რომ მასუმ, იი კამპოტი გამეიტანეო. არ მუუტანე. მყრალია არსენაი. მაგას თუ არ დავალევიე აი  ნალილიავები კომპოტი, არ დეემართება აფერი. რა იცის მაგან ნატურალური ხილის, ბოსტნეულის და ხორცის ფასი. ასვი ვოტკა და იქნება მთელი დღე ბედნიერი...


ვერ ვასწრობ წერილის ბოლომდე დაწერას ნენა. მომადგა ჯემალიე და მიპიპინებს.


მურაბებს და პავიდლოებს ახლა ვერ ვატან, მარა გაქვს შენ მარაგში დარჩენილი. მე რომ ჩამუალ საკალანდოდ, მაგენსაც წამოგიღებ.


ჩვენმა ძროხამ ხბო მოიგო. რაცხა უცნაურად დეიარება, მთვრალ ვალიკოსავით იცის შეკუნტრუშება. ხოდა ქე დავარქვი ვალიკო.


ბიკენტიმ, რავაც იქნა გაათხუა გოგო. კაი კაზახი შეხდა სიძედ. რომ დეეტაკოს ხეს ძირიანა მოგლიჯავს ძირში.


გაგიჟდა ჯემალიე...


კარგად აბა ნენა. ჩამუალ მე, რაფერც შეგპირდი საკალანდოდ და ჩამოგიყან ყოლისფერს, ახალს, ნატურალურს და სუფთას...



სხვა სიახლეები