• Ƀ/$

ფულადი გზავნილები პირდაპირ ბარათზე

29 დეკემბერი 15:00, 2019 წელი | კომპანიები

ვითიბის სერვისის KoronaPay მეშვეობით ფულადი გზავნილის მიღება პირდაპირ ბარათზე გახდა შესაძლებელი.

სერვისი KoronaPay ახალი მომსახურებაა, რომელიც გზავნილების სისტემამ „ზოლოტაია კორონა“ ვითიბი ბანკთან თანამშრომლობით დანერგა. ამ მომსახურებით ფულადი გზავნილის ჩარიცხვა ნებისმიერი ქართული ბანკის Visa-ს და  Mastercard-ის ბარათზეა შესაძლებელი.


KoronaPay–ს აპლიკაცია უფასოა App Store-ში და Google Play-ში და ასევე საიტზე koronapay.com, მობილურ აპლიკაციაში აისახება ყველა გზავნილი და შესაძლებელია სასურველი გზავნილის მარტივად ბარათზე ჩარიცხვა. ბარათზე, აღნიშნული გზავნილი ლარში დაკონევერტირებული აისახება.


„ფულადი გზავნილების სისტემა „ზოლოტაია კორონა“ დღეს საქართველოს 81 დასახლებული პუნქტის 1100 წერტილშია წარმოდგენილი.  წამყვან ქართულ საფინანსო ინსტიტეტებთან ერთად, ჩვენი გზავნილები მართლაც, რომ ყველსთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, და დღეს ვითიბი ბანკთან ერთად ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ახალ შესაძლებლობას - კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენებით მარტივად ჩაირიცხონ თანხა საკუთრ ბარათზე“, - ამბობს  „ზოლოტაია კორონას“ დირექტორის მოადგილე ოლესია ფიოდოროვა.


„ვითიბი ბანკი“ ცდილობს დანერგოს ყველაზე აქტუალური სერვისები და ხელმოსაწვდომი გახადოს წამყვანი ტექნოლოგიები.  დღეს საფინანსო სფეროს მთავარ ტრენდს, სწორედ დიჯიტალიზაცია და სერვისების სმარტფონში გადატანა წარმოადგენს. მომხარებლებს, მომსახურების მიღება სწრაფად და კომფორტულად სურთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კლიენტები დადებითად შეაფასებენ ახალ მომსახურებას, რომელიც ნებისმიერი ბანკის ბარათით არის ხელმისაწვდომი“, -  განაცხადა ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.


ვითიბი საქართველოში


ვითიბი საქართველოში სათავო ოფისით, 34 ფილიალით და 82 ბანკომატითაა წარმოდგენილი.


ბანკს სამეთვალყურეო საბჭო მართავვს, რომელშიც შედიან თავმჯდომარე, მისი ერთი მოადგილე, საბჭოს 4 წევრი და 2 დამოუკიდებელი წევრი.


ბანკის მთლიანი აქტივები, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, 1 674 980 109 ლარს შეადგენდა, რაც 148 მლნ ლარზე მეტით აღემატება წინა წლის ანალოგირი პერიოდის მაჩვენებელს (1 526 636 722 ლარი).


ვითიბი სარეიტინგო ბადეში


ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Standard and Poors მიერ 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ვითიბი ბანკს შემდეგი სარეიტინგო პოზიციები უკავია:


პროგნოზი – სტაბილური;


გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი – BB;


მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი – B;


ინდივიდუალური რეიტინგი – B.


სოციალური პასუხისმგებლობა: #ვითიბიქართულისპორტისთვის


წლებია, ვითიბი ქართული სპორტის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ბანკის მიზანია ქართული სპორტისა და, რაც მთავარია, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ნებისმიერი გზით ხელშეწყობა - იქნება ეს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორობა თუ ბავშვთა სპორტის აქტიური პოპულარიზაცია. ვითიბი მჭიდროდ თანამშრომლობს ქართული სპორტის სხვადასხვა სახეობების ფედერაციებთან და კლუბებთან. ამ თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსდა უამრავი საინტერესო პროექტი და ღონისძიება. ვითიბიში დარწმუნებული არიან, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია და ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში პირველი ნაბიჯები სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებიდან იწყება.


ვითიბი სპორტის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერას შესაბამისი ჰეშთეგების ქვეშ ახორციელებს. მაგალითად: #ვითიბიფეხბურთისთვის, #ვითიბიტანვარჯიშისთვის, #ვითიბიცხენოსნობისთვის, #ვითიბიწყალბურთისთვის, #ვითიბიფარიკაობისთვის, #ვითიბისაბავშვოსპორტისთვის.



კარიერა ვითიბიში


პერსონალის შერჩევა ვითიბიში გამჭვირვალე პროცესია. მენეჯმენტი ორიენტირებულია ახალგაზრდა, პერსპექტიული, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე, პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე.


შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:


·         ტესტირება კანდიდატის ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების შეფასების მიზნით


·         ჯგუფური გასაუბრება


·         ინდივიდუალური გასაუბრება


·         სტაჟირება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში


·         სტაჟირების შემდგომი შეფასება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე


წარმატებულ კანდიდატებს სთავაზობენ:


 ·         საერთაშორისო საბანკო გუნდის წევრობას


·         პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს


·         ღირსეულ ანაზღაურებას


ვითიბი 30 წლისაა


ვითიბი ბანკი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1990 წელს შეიქმნა რუსეთში, რომლის დანიშნულება საგარეო ვაჭრობის ფინანსური მომსახურება იყო. დღეს ვითიბი ჯგუფის მოღვაწეობის გეოგრაფია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და წარმოდგენილია როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე აფრიკასა და აზიაში. დსთ–ის ქვეყნებში ის ფარავს სომხეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, ბელარუსს და ყაზახეთს. ვითიბის ბანკებია განთავსებული ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, რომლებიც ევროპული სუბჰოლდინგის დაქვემდებარებაშია, რომელსაც ავსტრიის ვითიბი ბანკი უწევს ხელმძღვანელობას. გარდა ამისა ჯგნუფს შვილობილი და ასოცირებული ბანკები გააჩნია დიდ ბრიტანეთში, კვიპროსზე, სერბეთში, საქართველოსა და ანგოლაში. ასევე თითო ფილიალი ჩინეთსა და ინდოეთში, ვითიბი კაპიტალის ორი ფილიალი სინგაპურსა და დუბაიში.


სხვა სიახლეები