• Ƀ/$

ისტორიაში პირველად - საუდის არაბეთში ქალთა სამხედრო დანაყოფი შეიქმნა

21 იანვარი 12:12 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებში პირველად, სრულად მდედრობითი სქესით დაკომპლექტებული დანაყოფი ჩამოყალიბდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას www.arabnews.com ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენ-შტაბის უფროსმა, გენერალმა ფაიად არ-რუვაილიმ ბრძანება გასცა ქალთა პირველი სამხედრო ნაწილის შექმნის თაობაზე.


2019 წლის ოქტომბერში, საუდის მთავრობამ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს დართო ნება იმუშაონ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, სტრატეგიულ სარაკეტო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის პირად შემადგენლობაში, უმფროსი კაპრალების, კაპრალების, სერჟანტების და საშტაბო სერჟანტების წოდების ფარგლებში.


მას შემდეგ რაც საუდის არაბეთის სამეფოს მემკვიდრედ პრინცი მუჰამედ ბინ-სალმანი დასახელდა, ქალთა უფლებები საზოგადოებაში გაიზარდა. სახელმწიფოს შიგნით მათ აქვთ უფლება მართონ ავტომობილები, დაესწრონ საჯარო სპორტულ ღონისძიებებს, იმსახურონ პოლიციასა და ჯარში.


მსგავს თემაზე:

იემენელი ჰუთიები საუდის არაბეთს კვლავ ემუქრებიან


საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ნავთობი 20%–ით გაძვირდა


საუდის არაბეთი საზღვაო უსაფრთხოების კოალიციას შეუერთდა


საუდის არაბეთში მომხდარ თავდასხმას ფრანგი ექსპერტები გამოიძიებენ



სხვა სიახლეები