• Ƀ/$

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატური ცვლელებები იქნება

21 იანვარი 12:48 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მსოფლიო მედიის ყურადღება შვეიცარიის პატარა ქალაქ დავოსისკენაა მიმართული, სადაც საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ფორუმი 4 დღე გაგრძელდება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს ტრამპიც, სწორედ იმ დროს, როდესაც სენატი მისი იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს.


კლიმატურ ცვლილებებს, ნახშირორჟანგის ემისიასა და გლობალურ დათბობას დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, გამონაკლისი არც 2020 წელი იქნება.


დავოსში ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, 2018 წლის შემდეგ რუანდის ერთ რეგიონს სადაც მოსახლეობა 68 000-ს შეადგენს 50 მლნ ლიტრი სუფთა წყალი მიეწოდა. დელიში 73 000 ტონით მეტი საკვების ნარჩენი ხელახლა მუშავდება, კამბოჯაში 18 000 ფერმერის დახმარების შედეგად 150 000 ხემასალა დაიზოგა.


წელს ამ მიმართულებით მთავარი განსახილველი თემა ამაზონის ხანძრის შედეგად განადგურებული მილიონობით ჰექტარი ტყის მასივი იქნება.


ბრაზილია-პარაგვაის საზღვარზე მდებარე იტაიპუს კაშხალი 100 მლრდ კვტ/სთ-ის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საქართველოს მთელ მოხმარებას 7.7-ჯერ აღემატება, მაგრამ 200 მლნ-იანი ქვეყნნისთვის მაინც არასაკმარისია. CO-ს გამოყოფის შესამცირებლად დაგეგმილია მცირე ჰესების მშენებლობაც.


დავოსი შვეიცარიის პატარა საკურორტო ქალაქია ზღვის დონიდან 1560 მეტრზე, სადაც ეკონომიკური ფორუმები 1971 წლიდან იმართება.


მსგავს თემაზე:

5G ინტერნეტი ეკოლოგიურ გარემოსაც გააუმჯობესებს



სხვა სიახლეები