• Ƀ/$

ევროპის რვა სახელმწიფო ჰორმუზის სრუტის საზღვაო მისიაში ერთიანდება

21 იანვარი 13:31 | ანალიტიკა

ევროკავშირის წევრმა 8 სახელმწიფომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო-სადამკვირვებლო მისიის წარმოებას დაუჭირა მხარი. აღნიშნული ტერიტორია მსოფლიო ნავთობის მომარაგების სტრატეგიულ მარშრუტს წარმოადგენს.

„ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ნიდერლანდები და პორტუგალია ახალ ძალად ერთიანდებიან. ეს გადაწყვეტილება 2019 წლიდან, სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში, გაზრდილ არასტაბილურობასთან და დაუცველობასთან არის კავშირში, სადაც უამრავი საზღვაო და არასაზღვაო ინციდენტი მოხდა. ხსენებულმა სიტუაციამ თვეების მანძილზე უარყოფითად იმოქმედა ნავიგაციის თავისუფლებაზე, ევროპული და არაევროპული გემების/ეკიპაჟების უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, საფრთხე ექმნება მსოფლიო ვაჭრობასა და ენერგომომარაგებას“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 იანვრის განცხადებაში.


საფრანგეთი, დანია, საბერძნეთი და ნიდერლანდები უკვე ადასტურებენ, რომ საკუთარ წვლილს შეიტანენ ე.წ. EMASOH (European Maritime Awareness in the Straits of Hormuz) მისიაში, რომელიც დაფუძნებულია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მდებარე საზღვაო ობიექტზე.


თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული კრიტიკული ვითარების ფონზე, აშშ-იმ 2019 წლის ნოემბერში მოკავშირებთან ერთად (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი) საზღვაო მისია წამოიწყო ყურეში გადაზიდვების დასაცავად.


სამხრეთ კორეა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო დანაყოფს განათავსებს


სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებში ე.წ. ანტი-სამეკობრეო დანაყოფის გაფართოებას აპირებენ, რომელიც აფრიკის სანაპიროებთან, ჰორმუზის სრუტის იმდებარე ტერიტორიაზე დისლოცირდება. აღნიშნული აშშ-ის საზღვაო ოპერაციის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ამ რეგიონში სანავთობე ტანკერების დაცვისკენაა მიმართული.


ოფიციალური სეულის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მათთვის მნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენს, რადგან სამხრეთ კორეის მიმართულებით, ამ მარშრუტის გამოყენებით, წლის მანძილზე 900-ჯერ ტრანსპორტირდებიან სანავთობე ხომალდები, რაც ამ სახელმწიფოს მიღებული ნავთობის 70%-ზე მეტია.


 


 


ვიდეოს წყარო: www.aljazeera.com 


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება


აშშ ჰორმუზის სრუტის პატრულირებისთვის საერთშორისო კოალიციას ქმნის


ჰორმუზის სრუტე - რა მოელის მსოფლიო ნავთობს თუ ირანი მის ბლოკირებას მოახდენს?



სხვა სიახლეები