• Ƀ/$

ბრძოლა კიბოს წინააღმდეგ: ბრიტანელმა მეცნიერებმა „უნივერსალური გზა“ აღმოაჩინეს

21 იანვარი 15:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდის აღმოჩენამ მედიკოსებს შესაძლოა ადამიანის იმუნური სისტემის, სიმსივნური უჯრედების წინააღმდეგ მიმართვის საშუალება მისცეს. 

აღნიშნული თავის მხრივ კიბოსგან უნივერსალური განკურნების შესაძლებლობას იძლევა.


მეთოდი კლინიკურად ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ მკვლევართა თქმით, ხსენებულს დიდი პოტენციალი გააჩნია. ნაშრომის მოკლე შინაარსი ჟურნალ Nature Immunology-ში გამოქვეყნდა.


კვლევის არსი იმ „უჩვეულო გზების“ ძიებას წარმოადგენს, რომლის მიხედვით, იმუნური სისტემა კიბოს უჯრედებს ებრძვის.


მეცნიერებმა სპეციალური ტიპის T ლიმფოციტები - უჯრედები აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანსი ორგანიზმში იმუნურ რეაგირებაზეა პასუხისმგებელი. აღმოჩენილ უჯრედს აქვს შესაძლებლობა წინააღმდეგობა გაუწიოს სხვადასხვა სახის საფრთხეებს.


„არსებობს შანსი, რომ აღნიშნულმა ყველა პაციენტი განკურნოს. ადრე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა მკვლევარმა ჰენრი სიუელმა BBC-სთან საუბარში.


როგორ მუშაობს


T ლიმფოციტების ზედაპირზე ქიმიური რეცეპტორები არსებობს, რომლის საშუალებით ისინი ორგანიზმისთვის საშიში ანტიგენებს განსაზღვრავენ. მეცნიერთა გუნდმა შეძლო გამოენახა გზები, ამ ტიპის T ლიმფოციტებმა სიმსივნური უჯრედების ფართო სპექტრზე „შეტევა განახორციელოს“.


მეთოდი შემოწმდა ფილტვის, სისხლის, ნაწლავების, მკერდის, ძვლის, პროსტატის, საკვერცხეების და საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედებზე. ლიმფოციტებმა გაანადგურეს ამ ტიპის უჯრედები, ისე რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენეს.


ჯერჯერობით უცნობია რამდენად კარგად განასხვავებს T ლიმფოციტი კიბოს უჯრედს ჯანსაღი უჯრედისგან. მისი რეცეპტორი ურთიერთქმედებს მოლეკულასთან, რომელსაც MR1 ეწოდება და რომელიც ადამიანის სხეულის ყველა უჯრედის ზედაპირზე მდებარეობს.


ითვლება, რომ კიბოს უჯრედები MR1-ს იმუნური სისტემისგან „შესანიღბად იყენებენ“. ამასთან, მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ აღმოჩენილმა T ლიმფოციტმა შესაძლოა MR1-სგან მიიღოს სიგნალი უჯრედული მეტაბოლიზმის დაქვეითების და შესაბამისად, სიმსივნური უჯრედის წარმოშობის თაობაზე.მსგავსი ტიპის კვევა ამ სფეროში პირველად განხორციელდა.


ზოგადად ექსპერიმენტები სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნური სისტემის სრულყოფის შესახებ უკვე გარკვეული ხანია მიმდინარეობს. მათგან ყველაზე მეტად ცნობილი CAR-T არის. ლეიკემიის საწინააღმდეგო ეს საშუალება რეპროგრამირებას უტარებს იმუნურ სისტემას ამ ტიპის კიბოს წინააღმდეგ გამოსაყენებლად. CAR-T-ის შემთხვევაში T ლიმფოციტები გენეტიკურად რეპროგრამირებულია, რათა მან იპოვოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები.


შემდეგ მოდიფიცირებული ლიმფოციტები უბრუნდება პაციენტის სხეულს, სადაც მათი რაოდენობა ყოველ ჯერზე იზრდება, მას შემდეგ რაც კიბოს უჯრედებს ხვდება.


 


 


 


მსგავს თემაზე:

გაიცანით Xenobot: მსოფლიოში პირველი, ღეროვანი უჯრედებისგან შექმნილი რობოტი



სხვა სიახლეები