• Ƀ/$

ავსტრალიაში ამერიკული სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 3 ადამიანი ემსხვერპლა

23 იანვარი 12:48 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ავსტრალიაში ტყის ხანძართან ბრძოლისას ამერიკული ჰერკულესად წოდებული თვითმფრინავი C130 ჩამოვარდა, რასაც 3 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. სამივე მათგანი აშშ-ის მოქალაქეა. 

თვითმფრინავი ავსტრალიას იჯარით ჰქონდა გადაცემული. ავიაკატასტროფის მიზეზები ამ დრომდე ზუსტდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გლედის ბერეჯიკლიანმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.


ავსტრალიაში ხანძრები სექტემბრიდან მძვინვარებს და დაზიანებულმა ან სრულად განადგურებულმა ტყის ფართობმა 10 მლნ ჰექტარს მიაღწია, რაც საქართვლოზე, ირლანდიაზე და აზერბაიჯანზე დიდი ტერიტორიაა.


თავად C130 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია. მისი მეშვეობით შესაძლებელია შვეულმფრენებისა და ტანკების გადატანა. არსებობს ჰერკულესის მოდიფიცირებული სახანძრო ვარიანტებიც.


ავსტრალიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს 15 ტონა წყლის 3200 კმ-ს რადიუსზე გადატანა შეეძლო.


მსგავს თემაზე:

2019 წლის 4 შემზარავი ხანძარი, რომლებმაც დედამიწა შეცვალეს



სხვა სიახლეები