• Ƀ/$

მსოფლიო ეკონომიკის 50%-ზე მეტს 4 სახელმწიფო აკონტროლებს

23 იანვარი 15:40 | ეკონომიკა

მსოფლიოში შემოსავლები სხვადასხვა ქვეყანაში არათანაბრადაა გადანაწილებული. პლანეტის ეკონომიკის 50%-ზე მეტს 4 სახელმწიფო: აშშ, ჩინეთი, იაპონია და გერმანია აკონტროლებს. 

მიმდინარე ფასებში მსოფლიო ეკონომიკა 2018 წელს $86 ტრლნ-ს შეადგენდა. ცალკეული ქვეყნების მხრივ თოთხმეტნიშნა ეკონომიკა მხოლოდ ორს, აშშ-სა და ჩინეთს გააშნია.


აშშ-ის ეკონომიკა $20.43 ტრლნ-ს შეადგენს და მსოფლიო ეკონომიკაში მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში 23.89%-ს შეადგენს.


მეორე ადგილზე $13.61 ტრლნ-ით ჩინეთია და მისი წილი მსოფლიო ეკონომიკაში უკვე 15.86%-ს აღწევს, მაშინ როცა, 2009 წელს 8.5%-ს შეადგენდა, 1999 წელს 3.4%, 1989 წელს - 1.8%. ანუ 30 წელიწადში ჩინეთმა თავისი წილი პლანეტარულ ეკონომიკაში 8.8-ჯერ გაზარდა.


მესამე ადგილზე მყოფი იაპონია ჩინეთს თითქმის 3-ჯერ ჩამორჩება და $4.97ტრლნ-იანი ეკონომიკით 5.79%-იან წილს სჯერდება.


ევროპის ძრავად წოდებული გერმანიის მშპ $4 ტრლნ-ს შეადგენს და მისი წილი შესაბამისად 4.66%-ს უდრის.


ტრლნ-იანი ეკონომიკის ქვეყნის სტატუსი კიდევ 12 სახელმწიფოს: ბრიტანეთს, საფრანგეთს, ინდოეთს, იტალიას, ბრაზილიას, კანადას, რუსეთს, კორეას, ავსტრალიას, ესპანეთს, მექსიკასა და ინდოეთს გააჩნიათ.



ტრლიონერობის მიუხედავად ინდოენთსა და ინდონეზიაში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე საქართველოზე ნაკლებია. სიღარიბე და კრიმინალის მაღალი მაჩვენებელია ბრაზილიასა და მექსიკაშიც.


მსგავს თემაზე:

ქართულმა ღვინომ იაპონიაში ბრილიანტის ჯილდო მიიღო


გერმანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სატრანსპორტო საშუალებები გადასცა


აშშ-ში უმუშევრობის დონე 50 წლიან მინიმუმზე ნარჩუნდება


2001-2019 წლებში ჩინეთში ექსპორტზე $1.18 მლრდ-ს პროდუქცია გავიდა



სხვა სიახლეები