• Ƀ/$

ბოლო 17 დღეში ნავთობის ფასი 10-12 პროცენტით შემცირდა

23 იანვარი 18:00 | ეკონომიკა

ახლო აღმოსავლეთში ვითარების შედარებით დასტაბილურების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები შემცირდა და 1.5 თვის წინანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

23 იანვარს, Brent-ის ტიპის ნავთობის მარტის ფიუჩერსული ფასი 6 იანვრის პიკთან შედარებით 10%-ით $62.17-მდე შემცირდა.


მკვეთრად 12%-ით $55.72-მდე არის შემცირებული ამერიკული მსუბუქი ნავთობის მარტის ფიუჩერსული ღირებულებაც, მაშინ როცა, 6 იანვარს ფასი $63-ს აჭარბებდა.


ფასების ცვლილება საქართველოს ბაზარზე არც ამჟერად ასახულა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 2.40-დან 2.54 ლარამდე მერყეობს, პრემიუმის 2.55-დან 2.65-მდე, 2.56-დან 2.79-მდე. გაზის 1.44-დან 1.46-მდე.


სხვა სიახლეები