• Ƀ/$

თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება

24 იანვარი 11:09 | ეკონომიკა

თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. დაგეგმილი პროექტები მოსახლეობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ზაზა სიხარულიძემ გააცნო. 

ადგილობრივებთან შეხვედრისას ქალაქ თელავის წყლის მიწოდების კუთხით გრაფიკის გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს. 

კომპანიის მენეჯმენტმა  ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია  პირველი ნაწილით გათვალისწინებულ იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომლებსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს.

,,გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც მალე დაიწყებს სამუშაოებს და ზაფხულში დაასრულებს.  პროექტით გათვალისწინებულია სამი ახალი ჭაბურღილის მოწყობა, კორპუსების შიდა სისტემების სრული მოწესრიგება და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.  აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება’’, - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას, ზაზა სიხარულიძემ.

უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება პროექტის მეორე ნაწილზე, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში არსებულ წყალმომარაგების ძველ სისტემებს,  აშენდება სამარაგო რეზერვუარები და 3 ახალი ჭაბურღილი. ასევე, რეაბილიტირდება არსებული ჭაბურღილები.

მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოების  დასრულების შედეგად,  თელავის მოსახლეობა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.


მსგავს თემაზე:

ოზურგეთში 7000-მდე მაცხოვრებელს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს



სხვა სიახლეები