• Ƀ/$

2011-2019 წლებში მსოფლიო მასშტაბით 10.9 მლრდ სმარტფონი გაიყიდა

24 იანვარი 15:17 | ტექნოლოგიები

ყოველწლიურად 1 მლრდ-ზე მეტი სმარტფონი იყიდება, 2019 წელს გაყიდვები პირველად შემცირდა, 2020 წლიდან კი 5G ინტერნეტის მხარდამჭერი ტელეფონების ხარჯზე გაყიდვები ისევ გაიზრდება.

პირველი 800 გრამიანი მობილური ტელეფონი გასაყიდად ბაზარზე 1983 წელს გამოჩნდა და ის $3995 ღირდა, (ამჟამინდელი კურსით $9700). მობილურმა რეალური პოპულარობა 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა.


უკვე 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან, ბაზარზე სმარტფონი ჩნდება. ჩვეულებრივი მობილურის მსგავსად მისი ისტორია ბევრად უფრო ადრე იწყება, სინამდვილეში პირველი სმარტფონი IBM-მა 1994 წელს გამოუშვა.


პირველი სმარტფონის გამოშვებიდან 20 წლის შემდეგ მისმა წლიურმა გაყიდვებმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა. 2017 წელს 1.5 მლრდ-ს. 2019 წელს გაყიდვები 2.5%-ით შემცირდა, მაგრამ 2020 წელს 5G მოდელების გამო ხელახალი ზრდაა მოსალოდნელი. სულ 2011-2019 წლებში მსოფლიო მასშტაბით 10.9 მლრდ სმარტფონი გაიყიდა.



დღეისთვის მსოფლიოში სმარტფონის მფლობელთა რაოდენობა 3.2 მლრდ-ს აჭარბებს, რომელიც 2021 წლის ბოლოსთვის 3.8 მლრდ-მდე შეიძლება გაიზარდოს.


უბრალო სმარტფონის ფასი $100-ზე ნაკლებია, ზოგიერთ შემთხვევაში მისი შეძენა $7-ადაც შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთი პრემიუმ კლასის სმარტფონის ღირებულება $1000-ს აღემატება.


2019 წლის მესამე კვარტალში გაყიდულ სმარფონებში SAMSUNG-ის წილი 21.8%-ს შეადგენდა, HUAWEI-ს - 18.6%, ხოლო APPLE-ის 13%-ს.


მსგავს თემაზე:

ოლიმპიური თამაშები 5G ინტერნეტით, 8K ტელევიზიითა და სმარტფონებისგან დამზადებული მედლებით


რას შეცვლის 5G ინტერნეტი? - გზა გამოქვაბულის ნახატებიდან ციფრულ მომავლამდე



სხვა სიახლეები