• Ƀ/$

თურქი მინისტრი: „ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ანკარას აზარალებს“

24 იანვარი 18:03 | ეკონომიკა

ირანში თურქული ექსპორტი 2019 წელს $1,5 მლრდ-ით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჩანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანზე, როგორც ანკარის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორზე დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თურქული პროდუქციის ექსპორტზე ამ სახელმწიფოში. თუმცა ამავდროულად სრული თურქული ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 2019 წელს 2%-ით გაიზარდა.


აღსანიშნავია, რომ ანკარა ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ამერიკულ სანქციებს აკრიტიკებს და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს, მაგრამ ამავდროულად ამ სასანქციო პოლიტიკას ასრულებს.


ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (Energy Market Regulatory Authority – EMRA) 2019 წლის 1 ნოემბრის ანგარიშით, თურქეთის მიმართულებით ირანული გაზის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ერთი მესამედით შემცირდა.


ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული ანკარას არცერთი სახის ირანული ენერგოპროდუქტის იმპორტი უწარმოებია, რადგან თეირანთან დადებული ხელშეკრულებებს ვადა ამავე წლის მაისში გაუვიდა და არ განახლებულა.


აშშ-ის მიერ ირანზე დაწესებული სანქციები თურქულ ბიზნესზეც დიდ გავლენას ახდენს. შეერთებული შტატების ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ (Bureau of Industry and Security) რამდენიმე თურქული კომპანია ე.წ. შავ სიაში შეიყვანა იმ მიზეზით, რომ ეს სუბიექტები ამერიკულ პროდუქციას სპეციალური ავტორიზაციის გარეშე აწვდიდნენ ირანულ მხარეს.


დამატებით, თურქეთის სახელმწიფოს კუთვნილ Halkbank-ის წინააღმდეგ აშშ-ის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს ირანის სახელით სხვადასხვა ტიპის გარიგებების დადების, მათ შორის ირანული ნავთობის და გაზის გაყიდვებით მიღებული შემოსავლებიდან ოქროს, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შეძენის გამო.


აშშ-ის მიერ ირანზე დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს თურქეთის ტურიზმზეც, რომელიც მისი შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ირანის მოქალაქეები რიგით მეხუთე უმსხვილეს ჯგუფს წარმოადგენენ თურქეთში ვიზიტების რაოდენობით და რიგით მეორე ადგილს იკავებენ თურქეთში უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენის კუთხით. 2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე 1,6 მლნ-ზე მეტი ირანელი ესტუმრა თურქეთს.


 


მსგავს თემაზე:

ანკარა ირანულ გაზზე უარს ამბობს?


თურქეთის ახლო აღმოსავლური ინტერესები - რამდენიმე სახელმწიფოსთან გამწვავებული ურთიერთობა


საექსპორტო პარტნიორებში რუსეთი ლიდერობს, საიმპორტოში - თურქეთი


პუტინმა და ერდოღანმა "თურქეთის ნაკადი" გახსნეს



სხვა სიახლეები