• Ƀ/$

მიწისძვრის შედეგად თურქეთში მსხვერპლი 14-მდე გაიზარდა

25 იანვარი 02:14 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თურქეთში მომხდარი მაგნიტუდით 6.8 სიმძლავრის მიჭისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. მსხვერპლის შესახებ ბოლო ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს. 

მიწისძვრას რამდენიმე საათში 2 ძლიერი მაგნიტუდით 5.4 და 5.1 აფთერშოკი მოჰყვა. დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 300-ს აჭარბებს, ზოგიერთი მათაგანის მდგომარეობა მძიმეა, ნაგრევებში კიდევ რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი, რის გამოც მსხვერპლის ოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. თავდაპირველად ინფორმაცია 4 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა.


მიწისძვრა ადგილობრივი დროით 20:55-ზე ელაზიღის პროვინციაში მოხდა 40 წამს გრძელდებოდა, ძლიერი ბიძგების შედეგად რამდენიმე შენობა მეზობელ მალათიის პროვინციაშიც დაინგრა. სუსტი ბიძგები საქართველოშიც, კერძოდ კი აჭარაშიც იგრძნობოდა, თუმცა მას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 400 კმ-ზე ნაკლებითაა დაშორებული.



მიწისძვრის ჰიპოცენტრის სიღრემე 10 კმ-ს შეადგენდა, მიწისძვრისგან გამოთავისუფლებული ენერგია 240 000 ტონა ტროტილის ექვივალენტს უდრიდა, რაც თავის მხრივ ჰიროსიმაში ჩამოგდებული 15 ატომური ბომბის დამანგრეველ ძალას უთანაბრდება.


თურქეთი სეისმურად ერთ-ერთი აქტიური ზონაა. 21 წლის წინ 1999 წელს 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ იზმითში 17 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 1 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა, გასული წლის 26 სექტემბერს სტამბულთან ახლოს მაგნიტუდით 5.8 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად.


სხვა სიახლეები