• Ƀ/$

"უფასო" დენის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტრომოხმარება საქართველოს დანარჩენ ნაწილს 2.6-ჯერ აჭარბებს

27 იანვარი 10:19 | ანალიტიკა

ელექტრომოხმარება მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ზრდის ტემპი როგორც წესი ისეთ განვითარებად ქვეყანაში როგორიც საქართველოა უფრო მაღალია. მოხმარება იზრდება ოკუპირებულ აფხაზეთშიც. 

საქართველოს მოსახლეობა ბოლო 2014 წლის აღწერის მიხედვით 3.7 მლნ-ს შეადგენს. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ რეგიონებში და შესაბამისად მოცემული რიცხვიც არ ითვალისწინებს მათ მოსახლეობას. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის მოსახლეობა დაახლოებით 250 ათასს შეადგენს, ცხინვალის რეგიონის 50 ათასს.


ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიით რუსეთიდან მარაგდება. აფხაზეთი კი ენგურჰესიდან. სოხუმის დაცემის შემდეგ უმთავრესი საკითხი რაზეც შედგა მოლაპარაკება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილება იყო. 1997 წლის სიტყვიერი შეთანხმებით ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის გამომუშავების 40% უნდა რგებოდა, საქართველოს დანარჩენ ნაწილს შესაბამისად 60%. თავდაპირველად ეს სქემა მუშაობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოხმარების ზრდასთან ერთად სიტუაცია პირიქით შეიცვალა. 2019 წელს აფხაზეთმა ენგურჰესის გამომუშავების 61%-ზე მეტი მოიხმარა, ზამთრის პერიოდში კი სრულად 100% და უფრო მეტიც, ოკუპირებული რეგიონისთვის ოფიციალურ თბილისს ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდა.


აფხაზეთის ამჟამინდელი მოსახლეობა, მთელი საქართველოს მოსახლეობის 6.25%-ს უდრის, მაშინ როცა ელექტროენერგიის მოხმარებით 17%-ს აღწევს. ანუ წლიურად თუ საქართველოს ჯამური მოხმარება 1 სულ მოსახლეზე 3190 კვტ/სთ-ა, თვეში 265 კვტ/სთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ის 8240 კვტ/სთ-ს აღწევს, თვეში შესაბამისად 685 კვტ/სთ-ს. თუ ენგურს გაღმა არსებულ წარმოების სიმცირესაც გავითვალისწინებთ, მოსახლეობაში მოხმარებას შორის სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება.



უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ოკუპირებულ აფხაზეთში მოხმარების ასეთი მაღალი მაჩვენებელი ფიქსირება ისაა, რომ იქ ელექტროენერგიის საფასურს არავინ იხდის, რის გამოც დაზოგვისა და დანაკარგების შემცირების მოტივაცია პრაქტიკულად ნულის ტოლია. რადგან უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია, ასეთმა ტენდენციამ პრობლემები თავად ამ "უფასო" ებერგიის მომხმარებლებს შეუქმნა.


2019 წლის ზამთრის მსგავსად, ენერგოკრიზისი აფხაზეთს 2020 წლის ზამთარშიც შეეხო და მიუხედავად ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის სრულად მოხმარებისა, ოკუპირებული რეგიონი მაინც მიწოდების გრაფიკზე გადავიდა.


მსგავს თემაზე:

2010-2018 წლებში მზის პანელიბისგან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 1672%-ით გაიზარდა


2011-2019 წლებში საქართველოში ელექტროენერგიით ვაჭრობის დეფიციტმა $232 მლნ-ს მიაღწია


ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტრომომარაგება გრაფიკზე გადავიდა



სხვა სიახლეები