• Ƀ/$

41 წლის კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

27 იანვარი 00:51 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი 41 წლის კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი შვეულმფრენი კალიფორნიაში პატარა ქალაქ კალაბასაში ჩამოვარდა. 

ავაიკატასტროფის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ბრაინატთან ერთად შვეულმფრენში კიდევ 4 ადამიანი იმყოფებოდა.


კობი ბრაიანტი 1978 წლის 23 აგვისტოს, ფილადელფიაში დაიბადა. კალათბურთელის კვალობაზე არც ისე მაღალი (198 სმ) ბრაიანტი 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ღირსებას იცავდა. ლეიკერსი 5-ჯერ: 2000; 2001; 2002; 2009 და 2010 წლებში გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის - NBA-ს ჩემპიონი.


კობი ბრაიანტმა 1998 და 2000-2016 წლებში გადაბმით, ჯამში 18-ჯერ All Star-ში ითამაშა. მის ანგარიშზე საერთო ჯამში 33 643 ქულა საშუალოდ 25 ქულა 1 თამაშში; 7047 მოხსნა საშუალოდ 5.2 მოხსნა 1 თამაშში და 6306 შედეგიანი პასი საშუალოდ 4.7 პასი 1 თამაშში, ირიცხება.


სხვა სიახლეები