• Ƀ/$

კორონავირუსმა ნავთობიც დააგდო

27 იანვარი 11:14 | ეკონომიკა

ჩინეთში პნევმონიის აფეთქების გამო ნავთობზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინში „შავი ოქროს“ ფასი მსოფლიო ბირჟებზე ვარდება.

Brent-ის მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე ორშაბათს, 27 იანვარს, 2,31%–ით დავარდა და ბარელზე $59,29–ს შეადგენ.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, მარტში მიწოდების პირობით, 2,42%–ით არის გაიაფებული და ბარელი $52,88 ღირს.


ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2700 ადამიანია ინფიცირებული. ავადობის 80 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.


მსგავს თემაზე:

რამდენად დიდია საქართველოში "კორონავირუსის" შემოტანის რისკი?


თურქეთმა ჩინელი მგზავრი, რომელსაც "კორონავირუსის" სიმპტომები ჰქონდა, საზღვარზე არ შეუშვა


ბილ გეიტსმა "კორონავირუსთან" საბრძოლველად $10 მლნ გამოყო



სხვა სიახლეები