• Ƀ/$

TOP 10 სახელმწიფო სადაც მასწავლებლის ხელფასი ყველაზე მაღალია

27 იანვარი 12:01 | ეკონომიკა

ერთიდაიმავე პროფესიის მქონე ადამიანების ანაზღაურება სხვადასხვა ქვეყანაში ერმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, რაც პირველ რიგში ქვეყნის საშუალო შემოსავალზე და ქვეყნის პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. 

მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მასაწვლებლის ხელფასი როგორც წესი უთანაბრდება ან აღემატება ამ სახელმწიფოში არსებულ საშუალო შემოსავალს. ავსტრიაში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში $51 400-ს უდრის, მასწავლებლის ანაზღაურება კი მასზე 5.8%-ით მეტს $54 800-ს.


სამხრეთ კორეაში განხსხვავება 82%-ს აღწევს. თუ ამ ქვეყანაში საშუალო შემოსავალი $31 400-ს უდრის, მასწავლებლის ანაზღაურება $57 200-ს შეადგენს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ უღარიბესი ქვეყანა ტექნოლოგიურ გიგანტად სწორედ განათლების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესებით იქცა და დღეს მისი პროდუქცია თავისი მახასიათებლებით ხშირ შემთხვევაში ამერიკულ, გერმანულ და იაპონურ კონკურენტებს ჯობნის.


დანიაში მასწავლებლის ანაზღაურება 58 300-ს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო შემოსავალს 4.5%-ით ჩამორჩება.


ირლანდიაში ის $62 000-ს აღწევს, რაც ქვეყნის საშუალო შემოსავლის 80%-ს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლის ხელფასი დაბალი კი არ არის, უბრალოდ ვერ ეწევა საშუალო შემოსავალს.


საშუალოზე 10%-ით მეტს $63 000-ს ღებულობენ ავსტრალიელი მასწავლებლები. აშშ-ში მასწვლებლის ანაზღაურება $64 500-ს უდრის, საშუალოზე 2.7%-ით მეტს. კანადაში ეს მაჩვენებელი $67 000-ს აჭარბებს, ნიდერლანდებში $70 000-ს, გერმანიაში ის $81 000-ს აღწევს, ხოლო ლუქსემბურგში $116 300-ს.



საქართველოში სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლის წლიური ანაზღაურება 12 000 ლარს შეადგენს რაც დოლარებში $4160-ს უდრის. რაც თავის მხრივ საშუალო შეოსავალზე 11%-ით ნალებია.



მსგავს თემაზე:

კორეაში 10 000 დასაქმებულზე 710 რობოტი მოდის


განათლების სისტემაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 2020 წელს 280 მლნ დაიხარჯება


განათლების სექტორის დაფინანსება 1.9 მლრდ-მდე იზრდება


მასწავლებლების ხელფასი 1800 ლარამდე გაიზრდება



სხვა სიახლეები