• Ƀ/$

ჩინეთის სამხედრო ინდუსტრია მსოფლიოში სიდიდით მეორეა

27 იანვარი 16:28 | კომპანიები

ახალი მონაცემების მიხედვით ჩინეთი, აშშ-ის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით რიგით-მეორე იარაღის მწარმოებელი სახელმწიფოა. შესაბამისად მან ამ მაჩვენებლით რუსეთს გადაასწრო.

აღნიშნულ ინფორმაციას კვლევითი ორგანიზაცია Stockholm International Peace Research ავრცელებს.


დათვლილი მონაცემები 2015-2017 წლების პერიოდს მოიცავს და ეყრდნობა ოთხი ყველაზე დიდი ჩინური კომპანიის იარაღის ექსპორტის ანგარიშს. მანამდე ჩინეთის სამხედრო ინდუსტრიის შესახებ მონაცემებზე საერთო სურათის მიღება შედარებით ბუნდოვანი იყო, ამ მიმართულებით გამჭვირვალობის სიმცირის გამო.


„ხელმისაწვდომი მონაცემების მიღებამ ჩინური იარაღის წარმოების შესახებ საერთო სურათი უფრო ნათელი გახადა“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.


2017 წლისთვის ზემოხსენებულმა ოთხმა კომპანიამ საერთო მოცულობით $54,1 მლრდ-ის იარაღი ივაჭრა, რის გამოც ისინი მსოფლიოს ტოპ-20 მწარმოებლებს შორის მოექცნენ. დამატებით, მათგან სამი, ტოპ-10-ში შედის.


Aircraft and avionics group Aviation Industry Corporation of China (AVIC) არის რიგით მეექვსე $20,1 მლრდ-ის ვაჭრობით, ხოლო North Industries Group Corporation (NORINCO) რიგით მერვე $17,2 მლრდ-ის გაყიდვებით.


სხვა ორი კომპანია - China Electronics Technology Group Corporation (CETC) და China South Industries Group Corporation (CSGC) შესაბამისად $12,2 მლრდ-ით და $4,6 მლრდ-ით ვაჭრობენ.


 


მსგავს თემაზე:

აშშ-ში კვიპროსის კუნძულისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს მოხსნაზე მუშაობენ


ტრამპი: სანამ ამერიკის პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა უფლება ფლობდეს ბირთვულ იარაღს


2001-2019 წლებში ჩინეთში ექსპორტზე $1.18 მლრდ-ს პროდუქცია გავიდა


კორონავირუსი: ყველაფერი სიმპტომების, ვაქცინისა და რისკების შესახებ


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საკითხზე საუბრობს


ყოველი მე-5 სამეცნიერო პუბლიკაცია ჩინურია



სხვა სიახლეები