• Ƀ/$

სებ: 2020 წლის პირველი იანვრისათვის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 26.26 მლრდ ლარი შეადგინა

27 იანვარი 17:33 | ფინანსები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი იანვრისათვის 26.26 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი დეკემბრის მაჩვენებელზე 21.23 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია.

2019 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 407.56 მლნ ლარით, ანუ 3.63%-ით შემცირდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 386.33 მლნ ლარით, ანუ 2.56%-ით გაიზარდა.


დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 36.03%  შეადგინა.


პირველი დეკემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.17 პროცენტული პუნქტით შემცირდა.


დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.39% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე- 9.37%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე-2.63%.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.25%, ხოლო ევროს წილმა 14.32% შეადგინა.


სხვა სიახლეები