• Ƀ/$

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქის ჩანაცვლების პროცესი თებერვლიდან დაიწყება

28 იანვარი 15:58 | ეკონომიკა

აჭარის მთავრობის სხდომაზე, 28 იანვარს მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე და მათ შორის ე.წ. ოცნების ქალაქის შესახებ ისაუბრა.

,,დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე წინადადებების მიღება. საქმე ეხება ე.წ. მუყაოს ქალაქს. მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურები. ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება გამარჯვებული და როგორც დავპირდით მოსახლეობას, წელს თებერვალში დავიწყებთ მშენებლობას. გავაგრძელებთ მუშაობას ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე კრიტერიუმის შემუშავების მიზნით. ეს მოგვცემს საშუალებას ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ რეგიონში არსებული ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური გამოწვევა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ ე.წ. მუყაოს ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2020 წლის აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი. პირველ ეტაპზე 580 ბინის მშენებლობა განხორციელდება.


დასრულდა წინადადებების მიღება გამოცხადებულ მშენებლობის ტენდერზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების პროცედურა. ოცნების ქალაქთან დაკავშირებული საკითხი რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური გამოწვევაა, რომელსაც აჭარის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში თანმიმდევრულად ახორციელებს.


ე.წ. ოცნების ქალაქში 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია


მსგავს თემაზე:

ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დაიწყო


ბათუმში ახალი ბიზნესცენტრი გაიხსნა



სხვა სიახლეები